ამ ახალ წელს O2-ს ერთი მარტივი რამ სურს, შეგახსენოთ: მატერიალურ საჩუქრებზე ძვირფასი ერთად გატარებული დროა. ამიტომაც, კამპანიაც ამ იდეის ირგვლივ ტრიალებს და ასე ბრენდის მისიასაც ემსახურება, დაუკავშიროს მომხმარებლები მათთვის საყვარელ გამოცდილებებს. აღნიშნული არც უბრალო სიტყვები გეგონოთ, O2-ის კვლევით გამოვლინდა, რომ ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ ახსოვს, რა აჩუქეს გასულ წელს, გამოკითხულთა 40%-ს კი ფიზიკურ საჩუქრებს გამოცდილებები ურჩევნია…
კამპანიაში ერთი ოჯახის ისტორიას გვიზიარებენ შობიდან შობამდე, რა დროსაც განსხვავებულ გამოცდილებებს იზიარებენ და არა, ფიზიკურ საჩუქრებს, რასაც უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ საახალწლო რეკლამაში ვხედავთ.
„ამ ახალ წელს გვინდოდა, ჩვეული სადღესასწაულო საჩუქრების ამბის მიღმა წავსულიყავით და ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, რომ საუკეთესო საჩუქრები კი არ იფუთება, არამედ გამოიცდება, თანაც ერთად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კონცერტია, შაბათ-კვირის გასეირნება თუ უბრალო მომენტი, მოგონებები ახალი წლის მერეც ცოცხლობს და ჩვენს მომხმარებლებს მათი პოვნა Priority-ზე შეუძლიათ“, — განმარტავს რაჩელ სვიფტი, ბრენდისა და რეკლამირების ხელმძღვანელი.
Priority მომხმარებლებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომელიც მათ ექსკლუზიურ ჯილდოებს, გამოცდილებებსა თუ 48 საათით ადრე წვდომას სთავაზობს ათასობით კონცერტისა თუ ღონისძიების ბილეთზე. ამგვარად, O2-ის საახალწლო კამპანია ამ პროგრამის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად. თუმცა მათთვის უფრო მთავარი თქვენი დარწმუნებაა იმაში, რომ ახალ წელს მატერიალური ნივთები კი არა, დრო აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს. დიახ, ეს საუკეთესო საჩუქარია…











