in

Meta-მ, Oakley-სთან ერთად, AI ჭკვიანი სათვალე გამოუშვა

Meta-ს ახალი Oakley Meta HSTN-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭკვიანი სათვალე GoPro-ების, Insta360-ების და DJI Actions-ისკენ ისწრაფვის… თუ აქამდე Ray-Ban Meta-ს მილიონობით სათვალე გაყიდეს და მომხმარებელთა მოთხოვნის არსებობაში დაგვარწმუნეს, ახლა კიდევ უფრო წინ მიიწევენ და ჭკვიან სათვალეებს სპეციალურად სპორტსმენებისა და კონტენტკრეატორებისთვის უშვებენ. უფრო ზოგადად რომ გითხრათ, ადამიანებისთვის, რომელთაც ინტენსიური აქტივობების ხელების გარეშე ჩაწერა სჭირდებათ. 

ახლად გამოშვებული HSTN ვიდეოს 3K Ultra HD-ში გადაღების შესაძლებლობით გამოირჩევა, 8-საათიანი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს, 50%-ს 20 წუთში მუხტავს და Oakley-ის სპორტული დნმ-იც კარგად იგრძნობა მასში. მოკლედ, მეორე თაობის Ray-Ban-ების განახლება აშკარაა. HSTN-ის დახმარებით კი, მეტას მოძრავი კამერის პრაქტიკაში გამოყენება სურს და, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის საიდუმლო სოუსის დამატებაც…

დიზაინი, შიდა მახასიათებლები და სამიზნე აუდიტორია რადიკალურად განსხვავდება Ray-Ban-ისგან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი დანიშნულება იგივეა. ამ ამბის საილუსტრაციოდ კი სარეკლამო კამპანიაში მბაპეს გვაჩვენებენ, სპორტის სხვა ვარსკვლავებთან ერთად. ასე გზავნილიც უფრო ხმამაღალი ხდება: სათვალეები მოძრავი ადამიანებისთვისაა და არა მხოლოდ მათთვის, ვინც პოზირებს. 

ამგვარად, წყალგამძლეცაა, არც ოფლზე, არც წვიმის წვეთებზე და არც წყალზე უნდა იდარდოთ. AI-იც ჩაშენებული აქვს და ხელების გარეშე ხმოვანი ბრძანებების გაცემის შესაძლებლობას გვთავაზობს, შეგიძლიათ ამინდზე ჰკითხოთ, მოისმინოთ მისი რჩევები ვარჯიშის შესახებ ან გაანალიზოთ თქვენი შედეგები სირბილის დროს მასთან ერთად. 

თუმცა, თუ Ray-Ban ქალაქში სეირნობისას შეგიძლიათ გაიკეთოთ, Oakleys უფრო სპორტული დარბაზებისთვის, პარკებისა და მსგავსი სივრცეებისთვისაა განკუთვნილი. ფასი 399 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ შეზღუდული გამოშვების ჭკვიან სათვალეზე შეაჩერებთ არჩევანს, რომელიც ოქროსფერი აქცენტებით გამოირჩევა, მაშინ 499 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

სელფი მობაილის ახალი კამპანია!

განათლების სუპერძალა – „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა