in

Oakley-მ შექმნა ნიღაბი, რომლის ტარების დროსაც სათვალე აღარ დაგეორთქლებათ

მის უკანა მხარეს მაღალხარისხიანი ერთჯერადი ფილტრი აქვს

veon
veon

პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთებს ცხადია, პირბადეც შემატა. ეს განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს – მათი სწრაფად დაორთქვლის და შუშების გაბუნდოვანების გამო. სათვალეების ინდუსტრიაში წამყვანმა ბრენდმა Oakley-მ გადაწყვიტა, ამ პრობლემის გადაჭრაზე თავად ეზრუნა და შექმნა სახის ნიღაბი MSK3.

Oakley MSK3-ს შეგვიძლია, პრობლემის ჭკვიანური გადაჭრა ვუწოდოთ. ნიღაბს ბადისებრი წინა მხარე აქვს, რომელიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება და თითქოს, სუნთქვის შეგრძნებას ბადებს. მის უკანა მხარეს მაღალხარისხიანი ერთჯერადი ფილტრია, რომელიც ნაწილაკებს 95%-ით ფილტრავს. რეგულირებადი თასმები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნიღაბი ნებისმიერი სახის ზომას მოერგოს.

და ბოლოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ცხვირზე სრულყოფილი მორგება ხელს უშლის ამოსუნთქული ჰაერის სათვალის შუშებამდე მიღწევას.

აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს!