in

Oatly-მ იოგურტის შეფუთვაზე ნახშირბადის ემისიების ეტიკეტი დაიტანა

ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად დიდი გავლენა აქვს ერთ იოგურტს გარემოზე? Oatly-ის ახალი შეფუთვა მომხმარებლებს ზუსტ რიცხვს ეუბნება. იმისათვის, რომ კომპანია უფრო გამჭვირვალე იყოს კლიმატზე ზემოქმედების შესახებ, ემისიების ეტიკეტების ბეჭდვა დაიწყო — ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც კალორიების რაოდენობას, ისე გარემოზე გავლენის ამსახველ რიცხვს.

BOG
BOG

თითოეული ეტიკეტი აღნიშნავს სათბურის გაზების ემისიას კილოგრამი ნახშირორჟანგის ეკვივალენტებით (CO2e) პროდუქტის თითო კილოგრამზე. აღნიშნული მონაცემები მესამე მხარის მიერ გამოითვლება, სახელწოდებით CarbonCloud. ეს უკანასკნელი ემისიების რაოდენობას ციფრული სახით ზომავს, სათბურის გაზების ემისიებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ადრეც იყენებდა მსგავს ეტიკეტებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ. Oatly-ის თქმით, „მომხმარებლებზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მათ გონიერი შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ. ასე გაიგებენ, როგორია პროდუქტის გავლენის უფრო დიდი სურათი და რა გავლენა აქვს მას როგორც პირად, ისე პლანეტის სიჯანსაღეზე“.

სურსათის ბრენდი აღნიშნავს, რომ შეფუთვის გათვლებით, მას შეუძლია, 2029 წლისთვის სათბურის ემისიები 70%-ით შეამციროს.

ჩანაწერების გასაკეთებლად პერსონალური დაფა შექმნეს

როგორ გვეხმარება მომავლის წარმოდგენა წარმატების მიღწევაში