in

„ობი-ვან კენობის“ მეორე ტრეილერი გამოვიდა

ობი-ვან კენობი ვარსკვლავური ომების ახალი სერიალია, რომლის პრემიერაც 27 მაისს გაიმართება. მანამდე კი უკვე მეორე ტრეილერის ნახვა შეგიძლიათ, რაც სიმბოლურად, 4 მაისს, ვარსკვლავური ომების დღეზე გამოუშვეს. ხოლო პირველი ტრეილერი, რომელიც მარტში გამოვიდა, გულშემატკივრებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო.

რადგან სერიალის პრემიერა რამდენიმე დღით გადადეს, ახლა მაყურებლებს პირველ ორ ეპიზოდს ერთად აჩვენებენ. ობი-ვან კენობიში მოქმედება „სითების შურისძიების“ შემდეგ ვითარდება და ჯედაის გაძევების პერიოდს მიჰყვება, როცა იგი ტატუინის პლანეტაზე ახალგაზრდა ლუკ სკაიუოკერს თვალს ადევნებდა…

სერიალი სულ ექვსი ეპიზოდისგან შედგება. პირველი ორი ნაწილის პრემიერა კი აშშ-ში Disney Plus-ზე პარასკევს, 27 მაისს, გაიმართება.

„მე და ევროპა“ – ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი ევროპის დღისთვის

ვატიკანი NFT-ების გალერეის მოწყობას გეგმავს