in

3 წელი! 3 სააგენტო! – ამბავი Burger King-ის ობიან ვუპერზე

BOG
BOG

რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ერთი და იგივე იდეა ერთდროულად სამ სააგენტოს დაებადება? თანაც, გავითვალისწინოთ, რომ ეს იდეა სრულიად მოულოდნელი და შეიძლება ითქვას, ტოქსიკურიც კია… “ბურგერ კინგი” დინებას ამჯერადაც საწინააღმდეგო მიმართულებით გაუყვა და საკუთარი პროდუქტის ნატურალურობის საჩვენებლად, მოულოდნელ ხერხს მიმართა და მომხმარებელს კამპანია “დაობებული ვუპერი” წარმოუდგინა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ogilvy/videos/2554873681418720/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ამ კამპანიის შესაქმნელად იყო საჭირო დიდი მოთმინება. ერთი მხრივ, დალოდებოდნენ, როდის მივიდოდა ვუპერი დახვეწილობის იმ დონემდე, რომ საერთოდ აღარ ჰქონოდა ხელოვნური კონსერვანტები და სხვა საკვები დანამატები. მეორე მხრივ, საჭირო იყო, დალოდებოდნენ ბურგერის დაობებას და ამის კრეატიულად გადმოცემას.

როგორც “ბურგერ კინგში” ჰყვებიან, მუშაობა კამპანია, რომელსაც “ობიანი ვუპერი” უნდა დარქმეოდა, 3 წლის წინ დაიწყეს, როდესაც კონსერვანტების აღმოფხვრას შეუდგნენ.

საკვების ბუნებრივ გაფუჭებაზე იდეა “ბურგერ კინგს”, თავდაპირველად, სააგენტო David-მა მიაწოდა. სააგენტოს აზრით, ბუნებრივი პროცესის ჩვენება პროდუქტის ნატურალურობას გაუსვამდა ხაზს. დამკვეთს იდეა მოეწონა, თუმცა, იგრძნო, რომ ამ იდეისთვის მეტისმეტად ადრე იყო.

დაახლოებით, ორი წლის შემდეგ, სკანდინავიური “ბურგერ კინგისგან” ბრიფი შვედურმა სააგენტო Ingo-მ მიიღო. სააგენტოს სთხოვდნენ, ხაზი გაესვათ იმ ფაქტისთვის, რომ ვუპერს არ ჰქონდა კონსერვანტები. Ingo-მაც იგივე იდეა შესთავაზა “ბურგერ კინგს”. “ბურგერ კინგს” კვლავაც მოეწონა იდეა და რაკი ერთი და იგივე გადაწყვეტა ორმა სააგენტომ შესთავაზა, გადაწყვიტა, ორივესთან ეთანამშრომლა. საქმეს ისიც ამარტივებდა, რომ Ingo-ც და David-იც Ogilvy-ის პორტფოლიოს ეკუთვნის.

ამასობაში, სამუშაო პროცესში მყოფ “ბურგერ კინგს” სააგენტო Publicis-მა რამდენიმე იდეა შესთავაზა, რომელთა შორისაც იყო “ობიანი ვუპერი”. მიუხედავად იმისა, რომ ორი სააგენტო უკვე მუშაობდა კამპანიაზე – Ingo ხელმძღვანელობდა, David კი დიზაინზე, ტიპოგრაფიასა და ვიდეო პრეზენტაციაზე ზრუნავდა, “ბურგერ კინგმა” მაინც გადაწყვიტა მესამე სააგენტოც შემოეერთებინა და მსოფლიოსთვის ყველაზე ლამაზი ობიანი ბურგერები ამ გზით წარმოეჩინა.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვის ბრაზი და გაღიზიანება უკონტროლო ხდება

TikTok-ის ახალი ფუნქციით, მშობლებს ბავშვების აქტივობის კონტროლი შეეძლებათ