19
Apr
2018

მომავლის ოკეანე! – Greenpeace-ის კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ

19 Apr 2018



დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებიდან, მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად, 800 000 ტონა პლასტმასი იყრება ნაგავში. გარემოს, განსაკუთრებით კი, ოკეანის დაბინძურების დონე უკვე იმდენად მაღალია, რომ გლობალური დათბობის დაჩქარებულ შედეგებს მსოფლიო ყოველდღიურად განიცდის. იმისთვის რომ პრობლემა ეფექტურად მოგვარდეს, ორგანიზაცია Greenpeace-მა გადაწყვიტა მის გამოსწორებაზე უფრო საფუძვლიანად ეზრუნა. კამპანიის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ სააგენტო Ogilvy & Mather Group-ის დახმარებით განახორციელა, სკოლის მოსწავლეებს აკვარიუმში ამაღელვებელი ექსკურსია ჩაუტარდათ. თუმცა, ადგილზე მისულ გახარებულ ბავშვებს სხვადასხვა თევზის, თუ მრავალფეროვანი ოკეანის ბინადრების ნაცვლად, ნარჩენებით, პლასტმასის ბოთლებით და პოლიეთილენის პარკებით სავსე სანახაობა დახვდათ.

 

განხილვა