ნახეთ: Ocean Photographer of the Year 2023-ის გამარჯვებული ფოტოები
Ocean Photographer of the Year-ის წოდება წელს წილად Საზღვაო ბიოლოგსა და მოყვარულ ფოტოგრაფ ჯოალინ ქაის ხვდა. ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევიდან მალევე შავ წყლებში ჩაყვინთვა გადაწყვიტა და ნამსხვრევებზე მცურავი არგონავტი დააფიქსირა. ფაქტია, ასე 25 წლის ფოტოგრაფმა სხვებს შორის გამორჩეული ადგილის დაკავებაც შეძლო.
თუმცა ყოველწლიური კონკურსის სხვა გამარჯვებულებიც არანაკლებ შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებენ. აქ ნახავთ პოლარულ დათვებს, ვეშაპებს, მტაცებელ თევზებსა თუ წყალქვეშა მცენარეებს, ადამიანებს, რომლებიც დიდ ტალღებს ელოდებიან, ცხენსაც კი, ოღონდ წყლის ბინადარს არა…