in

ოკეანეებში წყლის ტემპერატურა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა!

როგორც აღმოჩნდა, ახალი წელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი კლიმატის რეკორდის მოხსნას ნიშნავს — მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ოკეანის ყველაზე ცხელი ტემპერატურა დააფიქსირა! ეს მაჩვენებელი კი ზედიზედ უკვე მეშვიდე წელია, რაც უმჯობესდება. 

M2
M2

ჩანაწერი ოკეანის სითბოს საერთაშორისო მონაცემებს ეფუძნება, რომლებიც 1950-იან წლებამდე აღწევს. ერთი შეერთებული შტატების, ხოლო მეორე ჩინეთის მიერ ჩატარდა. ორივე მონაცემი ადასტურებს, რომ ოკეანის წყლები ახლა 10 ზეტაჯოულით უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, ვიდრე 2021 წელს. ეს მაჩვენებელი უკეთ რომ გაიაზროთ, გეტყვით, რომ ასჯერ უფრო მეტია იმაზე, რასაც ყოველწლიურად დედამიწაზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური შეადგენს. 

მას ახასიათებს ის, რაც ჩვენთვის მაღალი სპეციფიკური სითბოს სიმძლავრის სახელით არის ცნობილი/ წყალი საუკეთესოდ შთანთქავს სითბოს ენერგიის დიდ რაოდენობას, თანაც, ტემპერატურის სწრაფად აწევის გარეშე. მართალია, ოკეანე ძალიან ბევრ წყალს შეიცავს, მაგრამ 10 ზეტაჯოული საკმარისია იმისათვის, რომ მისი არსებობა შესამჩნევი გახდეს.

დღეს მარილიანობის მაჩვენებელმაც ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია — მეცნიერთა თქმით, წყნარ და აღმოსავლეთ ინდოეთის ოკეანეებში ზღვის წყალი ბევრად სუფთაა, ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა ზღვასა და დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში კი წყალი უფრო მარილიანი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოკეანის წყლის შრეები ისე აღარ ურთიერთქმედებს, როგორც ადრე და ხელს უშლის სითბოს, ნახშირბადისა თუ ჟანგბადის ცირკულაციას ატმოსფეროდან… 

ბუნებრივია, ზღვის ცხოველებზე უარყოფითად აისახება, მსგავსად, წყლის დონეც იწევს და უჩვეულო ამინდებსაც ვიღებთ. იმის რისკიც არსებობს, რომ ოკეანემ ვერ შთანთქას იმდენი ნახშირბადი, რამდენსაც აქამდე იღებდა… მსგავსად, კლიმატის ყველაზე რთულ ცვლილებებსაც მივიღებთ. ისიც მართალია, რომ ამ ყველაფრის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, გვაფრთხილებენ კიდეც, თუმცა ძალიან ცოტა რამ კეთდება სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად, რაც ოკეანეს კვლავ დაბინძურების შთანთქმის საშუალებას აძლევს. 

სანამ ნულოვან ემისიებს არ მივაღწევთ, დათბობა გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ ოკეანის ტემპერატურის რეკორდების მოხსნას, როგორც ეს გასულ წელს გავაკეთეთ. ოკეანეების შესახებ უფრო მეტი ცნობადობის მოპოვება კი კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების საფუძველია, — აცხადებს მაიკლ მენი, კლიმატის მეცნიერი.

აშშ-ში იგეგმება წამლის შექმნა, რომელიც სიცივეში გაგვათბობს

თანამედროვე ლოგოები 1980-იანი წლების სტილში