in

OceanTherm-მა ქარიშხლების შესაჩერებლად ახალი კონცეფცია წარადგინა!

ნორვეგიულ კომპანიას საკმაოდ ამბიციური მიზნები ამოძრავებს

ნორვეგიული კომპანია OceanTherm აცხადებს, რომ მას აქარიშხლის შესაჩერებლად ახალი გამოსავალი აქვს – ეს არის ბუშტუკები

კერძოდ, კომპანიას სურს, ბუშტუკები ზღვის ტემპერატურის შესამცირებლად გამოიყენოს, რათა ქარიშხალმა თბილი წყლით “მომარაგება” ვეღარ შეძლოს. მას შემდეგ, რაც ქარიშხალი მინიმუმ 26°C ტემპერატურის წყალს იღებს, იგი გაცილებით ძლიერი და საშიში ხდება. ხოლო წყლის ტემპერატურის დაწევა ქარიშხლის ძალას შეამცირებს.

“მე ყოფილი მყვინთავი ვარ და ვიცოდი, რომ ოკეანეში წყალი უფრო ცივი იყო. და დავფიქრდი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ზღვის სიღრმეში არსებული ცივი წყალი, რათა ზღვის ზედაპირის ტემპერატურა დავწიოთ?” – ამბობს OceanTerm-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლავ ჰოლინგსტერი.

ბუშტუკების ფარდა

ამ მიზნით, OceanTherm  ე. წ. “ბუშტუკების ფარდის” სისტემას ავითარებს. ეს გენიალური გამოგონება გულისხმობს გემებს, რომლებიც ოკეანეში ქარიშხლის გზაზე პერფორირებული მილების სერიას ამცირებს, რათა წარმოიქმნას ბუშტუკები და სიღრმიდან ზედაპირზე უფრო ცივი წყალი ამოვიდეს.

გარდა ამისა, კომპანიას ბუშტუკების ფარდის ისეთი კონცეფციაც აქვს, რომლის მიხედვითად, მილები ოკეანეში მყარ ადგილას არის დამონტაჟებული. როგორც ცნობიალია, ეს ძირითადად იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც ქალიშხლებისკენ მიდრეკილების მაღალი მაჩვენებელი არსებობს.

მართალია, ეს საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ საჭიროებს გამოცდას – საინტერესოა, რამდენად ეფექტური იქნება იგი რეალურ სამყაროში?

პრაქტიკული შემოწმება

ქარიშხლის თავიდან ასაცილებლად, ბუშტუკების ფარდა კილომეტრზე უნდა გაიჭიმოს, რაც ჯერჯერობით მხოლოდ ფანტაზიის დონეზე არსებობს.

ქარიშხლის თავიდან ასაცილებლად, ბუშტუკების ფარდა უნდა გაიჭიმოს კილომეტრზე, რომ მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გეგმავს თავისი სისტემის დანერგვას მექსიკის ყურეში ოდესმე, ეს ამ დროისთვის ძალიან ჩვეულებრივი ფანტაზიაა.

ასევე, შესაძლოა, გარემოსდაცვითი პრობლემები წარმოიშვას. როდესაც რაღაც იცვლება, მას დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრაა საჭირო. ასე რომ, OceanTherm გარკვეული კვლევებისა და ექსპერიმენტების შემდეგ აუცილებლად შეძლებს ამბიციური მიზნების მიღწევას. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

SpaceX-ის მისიით დედამიწის ორბიტაზე სამოქალაქო პირები იმყოფებიან!

თინათინ რუხაძის გზა წარმატებისკენ – შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანია WHERE NEXT