აპაპაპა,
ნუ ელოდებით ჩემგან ნაოცნებარი წლის შეჯამებას და პოლიტიკური ილეთების და ფანდების უკან ფარული ზრახვების და ვნებების ამოცნობის მცდელობას.
მე მოვყვები იმ მოლოდინებზე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის წერისას ხელს გვიშლის ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც მთავარია, სწორად შევაფასოთ, რამდენად მივაღწიეთ წარმატებას.
სიმართლე მწარეა, მაგრამ ამისგან მკვდარი მე ჯერ არავინ მინახავს.
სიმართლე N 1 :
ყველა თემა არ არის საღამოს ეთერისთვის შესაფერისი:
მიუხედავად იმისა,რომ ყვავს თავისი ბახალა მოსწონს, დედას თავისი შვილის პირველი აღუ და თქვენს ფინანსურ დირექტორს ის კანაპეები, რომელშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, ყველა ღონისძიება ვერ ან არ გაშუქდება ცენტრალური ტელევიზიების საღამოს ეთერში.
ეს ასეც უნდა იყოს, რაც არ უნდა მეგობრობდეთ იმ ადგილებთან, სადაც “ახალი ამბები კეთდება”, თქვენს მიერ მიწოდებული ყველა პრეს რელიზი ვერ გახდება 8 ან 9 საათიანი ჩართვის საფუძველი.
ამისთვის არსებობს ე.წ. შეკვეთილი სიუჟეტები, თუმცა მოდით ჩვენს თავთან ვაღიაროთ, რომ გაზქურა/ტელევიზორი/ტელეფონის შნურის/ მოჩუხჩუხე სპა პროცედურის ირგვლივ, დილის 8 საათზე მოკუნტრუშე მხიარული გოგო-ბიჭები ხშირად, ხშირად უკეთესი დაგემგვის სურვილსაც გვიტოვებს .
სიმართლე N 2 :
თქვენ ვერ დაინახავთ შედეგებს მეორე დილითვე:
არც უნდა დაინახოთ, მეორე დილით მიღებული შედეგი მხოლოდ ნაბახუსევია.
საზოგადოებასთან ურთიერთობა გრძელვადიანი, სტრატეგიული იარაღია. ასე რომ თუ თქვენი მიზანი არ არის პეპელასავით სამი დღე ცხოვრება, აუცილებლად გაიარეთ ყველა ეტაპი და არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო ეფექტურია, მით უფრო მოკლევადიანია შედეგი.
თქვენ ვერ შეცვლით სამყაროს:
სამყარო Was here first ! ასე რომ ეცადეთ, ის ენთუზიაზმი და გულანთებულობა, რაც ვილაიმ ვოლასივით ყველა პროექტის დასაწყისში გეუფლებათ, მოახმაროთ სწორ გათვლას, დაგეგმარებას, მესიჯის და სამიზნე ჯგუფის შერჩევას. SUPERPRHERO -ს დიდების სხივებში ბანაობის დრო აუცილებლად დადგება.
ცუდი ფიარიც ფიარი არ არის!
წაიკითხეთ ეს წინანდადება, და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ, შეგიძლიათ გემრიელად შემოუტყლაშუნოთ. ნებისმიერ ბრენდს აქვს რეპუტაცია, რომლის დამსხვრევა უფრო მარტივია ნეგატიური, გაუთვლელი და უგემოვნო ნაბიჯებით, ვიდრე უბრალოდ უმოქმედობით. თუმცა რექსების, მუშკეტერების, მოცეკვავე ხინკლების, იკეას რეკლამის COPY-PASTE ის უნიჭო გაპრავების მცდელობის, ხარაკირა ღორების ეპოქაში ამაზე დიდხანს შეჩერება მგონი არ დამჭირდება.
მე წავედი, სიმართლე გითხარით და ცხენი მყავს ახლა შესაკაზმი.
თეონა ბაღდავაძე