ერთ-ერთი ბოლო რეკლამა Turkish Airways-ისთვის სააგენტო Lowe Istanbul-მა შექმნა. ორ წუთიანი ვიდეო მსახიობების გარეშე გადაიღეს.
არანაირი რეპეტიცია. გადაღებები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ყველაფერი ცოცხალ ემოციაზე და მოვლენებზეა აგებული. ვიდეოში თურქი ბავშვები თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკს აწყობენ. ახალი რეკლამა ავიახაზის შიდა ფრენებს ეხება, რომელსაც კომპანია ისეთივე კომფორტულს სთავაზობს, როგორც საერთაშორისო ფრენას.