2020-მა წელმა ბევრი სამწუხარო რამ დაგვანახა და გვასწავლა. წლის დასასრულს თქვენთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი გვაქვს… ალბათ, იცით, რომ თევზები და რვაფახები “მშვიდად თანაარსებობენ” და საკვებსაც ერთმანეთთან შეცილების გარეშე მოიპოვებენ. თუმცა, როგორც ირკვევა, არის შემთხვევები, როცა რვაფეხა განზრახ, “ბოროტულად” აყენებს თევზს ზიანს.
მკლევართა აზრით, მსგავსი ქმედება გამოწვეულია იმ მიზნით, რომ “რვაფეხებმა თავიდან აირიდონ ექსპლუატაცია და უზრუნველყონ კოლაბორაცია”. ამ ეტაპზე, სხვა ახსნას ვერავინ პოულობს. როგორც ჩანს, რვაფეხებისთვის სამომავლო “სიმშვიდის გარანტიას” წარმოადგენს თავდასხმა.
8 კადრიდან, სადაც ვხედავთ, როგორ ურტყამს რვაფეხა თევზს, წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი რვაფეხები. ეს კი ადასტურებს, რომ “პრობლემა” არა თუ ერთ კონკრეტულ ჯიშშია, არამედ ზოგადად ყველა მათგანს ახასიათებს თავდასხმა თავდაცვისთვის.