in

Oculus-ის განახლება – ნაკლებად მარტოსული ვირტუალური რეალობა!

iOS და ანდროიდ მოწყობილობებისთვის ოკულუსის აპლიკაცია შეიქმნა

Oculus-ის ვირტუალური რეალობის უახლესი სათვალეები, მათ შორის Oculus Quest 2, მეგობრების მოწვევასა და კონკრეტულ სიმულაციაში ჩართვას იმაზე მეტად გაგიმარტივებთ, ვიდრე ოდესმე.

Liffit
Liffit

განახლება, რომელიც ამჟამად “ოკულუსის” დეველოპერებისთვისაა ხელმისაწვდომი, ორ დიდ დამატებას მოიცავს. ამ ახალ მახასიათებლებს შორის პირველი არის ღილაკი “მოწვევა აპლიკაციისთვის”. ეს მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოიწვიონ მეგობრები ნებისმიერ თამაშზე. თანაც, როგორც ამბობენ, აპლიკაციის მოწვევის ფუნქცია რამდენიმე პოპულარულ თამაშზეა დატესტილი, როგორიცაა Beat Saber, Echo VR, Hyperdash და PokerStars VR.

რაც შეეხება მეორე დიდ დამატებას, iOS და ანდროიდ მოწყობილობებისთვის ოკულუსის აპლიკაცია შეიქმნა. მომხმარებლებს შეუძლიათ, სასურველი თამაში შეარჩიონ და მოსაწვევი ბმული შექმნან. ეს განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს. VR ხშირად მარტოსულ ან იზოლირებულ გამოცდილებად მოიაზრება, ოკულუსმა კი ეს მცდარი აზრი უარყო.

ამასთან, რადგანაც ვირტუალური რეალობა უწყვეტად ვითარდება, როგორც ტექნოლოგია და დეველოპერები ამ კუთხით უფრო ამბიციურები ხდებიან, მეტი ინოვაციური მახასიათებელი ჩნდება. ალბათ, გიკვირთ კიდეც, აქამდე როგორ არ ჰქონდა ოკულუსს ასეთი მარტივი, “მოწვევის ფუნქცია” ინტეგრირებული. მართლაც, ეს საკმაოდ გასაკვირია, რადგან აღნიშნული მახასიათებელი ერთ-ერთ ძირითად სტანდარტს წარმოადგენს კონსოლებსა და კომპიუტერებში.

ბუნებრივია, ალბათ, ყველას სურს ახალი მახასიათებლების საკუთარ თავზე გამოცდა და მეგობრებთან ერთად ვირტუალურ რეალობაში “გადაშვება”.

Webster-ის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს

დუბაიში მეცნიერებს ხელოვნურად გამოწვეული წვიმის სანაცვლოდ აფინანსებენ