სამყაროს აღქმაში, ადამიანებს, ყნოსვა და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სხვადასხვა სუნისა თუ სურნელის შეგრძნება გვეხმარება. თუმცა, ეს ახლა ხდება. წარსულთან დაკავშირებით კი ძალიან ცოტა სენსორული ინფორმაცია გვაქვს. ევროპელმა მეცნიერებმა ამ რეალობის შეცვლა გადაწყვიტეს – Odeuropa მათი ახალი ინიციატივაა, ისინი ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამოიყენებენ, რომ გამოიკვლიონ როგორ აღიქვამდნენ სურნელსა თუ სუნს წარსულში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამ შეგრძნებებს. ასევე შეეცდებიან, გაარკვიონ, როგორ აყალიბებდა ეს ყველაფერი, გასულ საუკუნეებში, ტრადიციებს და რა გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე.
„ODEUROPA, სხვადასხვა საუკუნეების მემკვიდრეობის ციფრული კოლექციის საშუალებით, დაგვეხმარება დავადგინოთ, როგორი არომატები [სუნი, სურნელი] იყო ევროპაში და რა ისტორია აქვს მათ. შემდეგ კი შევძლებთ, ისინი ჩვენს რეალობაში აღვადგინოთ“, – ამბობს VU Amsterdam-ის და Huygens Institute-ს კულტურის ისტორიის პროფესორი ინგერ ლიმანსი.
პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყება და 2024 წლამდე გაგრძელდება.