თბილისში გამართულ Odoo Roadshow Tbilisi 2025-ზე, სადაც წარმოდგენილი იყო Odoo-ს ახალი, მე-19 ვერსია, კომპანია FMG SOFT დაჯილდოვდა როგორც Odoo-ს ოქროს პარტნიორი საქართველოში.
აღნიშნული სტატუსი წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Odoo-ს გლობალურად 12,000 პარტნიორიდან მხოლოდ 2%-ს აქვს ოქროს სტატუსი. ეს წარმატება ადასტურებს FMG SOFT-ის პროფესიონალიზმს, ხარისხიან სერვისებსა და სწრაფ განვითარებას.
აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს FMG SOFT-ის გუნდში მიმდინარე განვითარებას, მაღალი ხარისხის იმპლემენტაციებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.
[R]











