მას შემდეგ, რაც Odysseus მთვარის ისტორიული მოგზაურობისას გადაბრუნდა, ერთი კვირა გავიდა, ახლა კი ლენდერი ოფიციალურად ასრულებს ხანმოკლე მისიას, თუმცა ჯერჯერობით… საკონტროლო ჯგუფმა ლენდერი მთვარის გრძელი ღამისთვის მოამზადა, თუმცა ეს მანამ არ გააკეთა, სანამ კრატერებით სავსე ზედაპირისა და მუქი ცის საბოლოო სურათი არ მიიღო, რომელშიც მზის კაშკაშა ნათების ფონზე დედამიწის მცირე ნაწილი ჩანს.
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აპოლოს მისიებმა მთვარის ზედაპირი დატოვა, რითაც Odysseus-მა ისტორიული მნიშვნელობაc შეიძინა. მისი მფლობელი Intuitive Machines კი ნასასთვის Commercial Lunar Payload Services-ის ნაწილი იყო, რათა ტექნოლოგიები მთვარემდე მიეტანა. სწორედ ასე აპირებს იმ ინფორმაციების მიღებას, რომელიც მომავალში ასტრონავტების მთვარეზე გადაყვანაში დაეხმარება.
სწრაფი დაშვებისა და ერთი უარყოფილი ჩამკეტი მექანიზმის გამო მისია საკმაოდ ახლოს იყო განადგურებასთან, Odie მთვარეზე ლაზერების გარეშე დაჯდა, რა დროსაც ფრენის კონტროლერები გააქტიურდა და ექსპერიმენტული სანავიგაციო სისტემა გამოიყენა… მართალია, გამანადგურებელი დაშვება თავიდან აირიდა, მაგრამ ეს არც სრულყოფილი იყო, ოდისევსის 6 ფეხიდან ერთ-ერთი რაღაც დაბრკოლებაში მოყვა, რის გამოც ლენდერი გადაბრუნდა.
ახლა კი მისი მზის პანელები ჩრდილშია მოქცეული, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლენდერმა „გასაღვიძებლად“ ხელახლა იპოვოს ენერგია, როცა რამდენიმე კვირაში გათენდება. მიუხედავად ამისა, Intuitive Machines-ის თანადამფუძნებელი სტივ ალტემუსი ჯერ არ არის მზად, მისიაზე უარი თქვას.
„ვფიქრობ, ვაპირებთ, Odie დავტოვოთ მთვარის ცივ ღამეში და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის გაღვიძებას სამ კვირაში“, — განაცხადა ალტემუსმა.
თუმცა არ გეგონოთ, რომ უპრეცედენტო რაიმეზე საუბრობს, რადგან იაპონიის SLIM-ის კოსმოსური ხომალდი გასულ კვირას ამოქმედდა, თანაც ოდისევსის მსგავსი ნაკლებად იდეალური დაშვების შემდეგ. ისიც მართალია, რომ Odie-მ თავისი საქმეები სრულად ვერ შეასრულა, მაგრამ რამდენიმე სურათის გამოგზავნა მაინც ხომ მოახერხა…