in

Odysseus მთვარეზე წარმატებით დაეშვა!

ამერიკული კომპანია Intuitive Machines-ის Odysseus-ის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაეშვა! უკვე გითხარით, მაგრამ კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს ისტორიული მომენტია, უმნიშვნელოვანესი მიღწევა კოსმოსის კვლევის კუთხით კერძო სექტორში. ამაღელვებელ და ცოტა საშიშ მოგზაურობადაც აღწერენ… ისიც გავიხსენოთ, რომ NASA-მ ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ მთვარის ზედაპირი Apollo-ს მისიით დატოვა, დღევანდელი მიღწევით კი ამერიკელები მთვარეზე დაბრუნებას ზეიმობენ.

M2
M2

წამში 1.8 კილომეტრის შენელების შემდეგ, რაც 400 000 კილომეტრის სიგანის ყურე გადაკვეთა, ლენდერი სრულად უნდა გაჩერებულიყო ზუსტ წერტილში. ამ სიჩქარის შენელებისას კომუნიკაციები შეწყდა, რამაც Odysseus სრულიად ავტონომიურ სისტემად აქცია. ამიტომ, მისიის საკონტროლო ჯგუფი 15 წუთზე მეტი ელოდა ლენდერისგან რაიმეს გაგებას, რეალურადაც, ამის გარდა მათ უკვე სხვა არაფრის გაკეთება შეეძლოთ. შემდეგ კი ჩურჩული გაიგეს, მართალია, საკმაოდ მკრთალად, მაგრამ ესეც საკმარისი იყო. 

ღამით 03:38 წუთზე დადასტურდა, რომ ლენდერის მანქანა Odie დაეშვა Malapart A-ს კრატერში, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 300 კილომეტრშია. მართალია, ლაზერების სისტემა კარგად არ ფუნქციონირებდა, რის გამოც ბევრი დეტალი ვერ გავიგეთ, მაგრამ, საბედნიეროდ, NASA-ს სინათლის დამდგენი მოწყობილობა აქტიური იყო.

Intuitive Machines 2013 წელს შეიქმნა და ერთ-ერთია იმ 9 კომპანიიდან, რომელსაც NASA-მ ნება დართო, ტვირთი მთვარეზე გადაეტანა. ეს პირველი წარმატებული დაშვებაა, თუმცა მრავალი მისია გველოდება კიდევ წინ. რაც შეეხება ტვირთებს, აქ ნასას 6 ინსტრუმენტს ვგულისხმობთ — ლაზერული რეტრორეფლექტორი დედამიწიდან ლაზერული შუქის დასაბრუნებლად, დაბალი სიხშირის რადიო მიმღები მთვარის ზედაპირზე დამუხტული ნაწილაკების გასაზომად და ინსტრუმენტი, რომელიც საწვავის მარაგს ამონიტორინგებს.

მომდევნო ორი კვირის მანძილზე Odysseus და მისი როვერი ექსპერიმენტებს ჩაატარებს, რათა მალე NASA-მ ადამიანების მთვარეზე დაბრუნება შეძლოს. 

ქალთა მეწარმეობის განვითარების გლობალური მისია — She’s Next Empowered by Visa — საქართველოში  

#სადანროგორ გავერთოთ 23-25 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი