სახლიდან მუშაობის რამდენიმეთვიანი პერიოდის შემდეგ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაიწყო ოფისში დაბრუნებაზე ოცნება. ადამიანებს ოფისთან დაკავშირებული რუტინიული დეტალებიც კი მოენატრათ. მანამ, სანამ ამერიკელთა უმეტესობა ოფისების დაკარგულ მაგიაზე ფიქრობს, Brother UK-მა გადაწყვიტა, საკმაოდ ირეალური, თუმცა კი, ძალიან საინტერესო და ორიგინალური ოფისების ვიზუალები შეექმნა. რაც მთავარია, თითოეული ვიზუალი ცნობილი რეჟისორების შემოქმედებითაა ინსპირირებული და ზუსტად იმეორებს იმ ფერებსა და ესთეტიკას, რასაც სწორედ ამ რეჟისორების ფილმებში ვხვდებით. მაგალითად, შესავალ სურათზე გამოსახული ოფისი სტენლი კუბრიკისთვის იქნებოდა დამახასიათებელი.. დანარჩენებს კი ქვემოთ წარმოგიდგენთ:
ჰაიაო მიაძაკი
უეს ანდერსონი
გილერმო დელ ტორო
ტიმ ბარტონი
ბეზ ლურმენი