საოფისე პროდუქციის „ონლაინ“ მაღაზია „ოფისელი“ (officell.ge) 5 წლის გახდა. „ოფისელი“ პირველი „ონლაინ“ მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე სრულიად ახალი კონცეფციით შემოვიდა და ოფისებს არა მხოლოდ საკანცელარიო, არამედ საქმიანობისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენა „ონლაინ“, ერთ კომფორტულ სივრცეში შესთავაზა.
კონცეფცია „ყველაფერი ოფისისთვის, ერთ „ონლაინ“ მაღაზიაში“ ბევრისთვის ფასეული აღმოჩნდა. დღეს, „ოფისელის“ მომსახურებით 3 000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. დამკვეთების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება და მათი ლოიალობის მოპოვება კომპანიის მთავარი ამოცანაა.
დღეს, „ოფისელის“ „ონლაინ“ მაღაზიის ასორტიმენტი 6 000-მდე საოფისე პროდუქტს ითვლის. მათ შორისაა: საკანცელარიო ნივთები, მსხვილი და წვრილი საოფისე ტექნიკა, ჰიგიენური პროდუქცია, საკვები და სასმელი და სხვა ათასი წვრილმანი. პანდემიის დაწყებისთანავე, „ოფისელის“ ასორტიმენტს „უსაფრთხო ოფისის“ კატეგორიაც დაემატა, რამაც კომპანიებს საშუალება მისცა, თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ოფისიდან გაუსვლელად შეეძინათ.
2015 წლიდან კომპანია მუდმივად ვითარდება. უახლოეს მომავალში „ოფისელი“ თავის მომხმარებელს განახლებულ, ბევრად კომფორტულ და დახვეწილ „ონლაინ“ პლატფორმას შესთავაზებს, რაც სასურველი პროდუქტების მოძიების და შეკვეთის პროცესს უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.
[პარტნიორის კონტენტი]











