in

ქვევრი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში – ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ საზეიმოდ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოსადმი მიძღვნილი „მოწვეული ღვინის ქვეყნის” გამოფენათა ციკლის პირველი ექსპოზიციის აღსანიშნავად, შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი დაიდგა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც  მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”  ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება.

7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ღვინის ცივილიზაციის ეროვნულ ცენტრში პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი საზოგადოების წინაშე კვლევის ანგარიშით წარდგება.

„კამპა” რებრენდინგისთვის ემზადება – როგორი იქნება განახლებული ბრენდი?!

#თაობა – I.G.O.: “ჰიპ-ჰოპი მუსიკისა და პოეზიის სინთეზი, შესაბამისად, ხელოვნებაა”