in

Microsoft Office 365-ის ახალ ნაგულისხმევ შრიფტს მომხმარებლები აირჩევენ!

ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, რომელი მათგანი ჩაანაცვლებს Calibri-ს

veon
veon

ალბათ, უკვე ბევრ თქვენგანს მობეზრდა Microsoft-ის დოკუმენტების გახსნისას ავტომატურად Calibri-ს შრიფტით რომ იწყებს წერას. შეგიძლიათ, დამშვიდდეთ, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს – მომხმარებლები, ხმათა უმრავლესობით, თავად აირჩევენ ნაგულისხმევ ფონტს.

ოთხშაბათს კომპანიის დიზაინერთა გუნდმა Office 365 პროგრამული პაკეტისთვის ახალი ნაგულისხმევი შრიფტის არჩევა შემოგვთავაზა. გუნდმა თვითერის ოფიციალურ გვერდზე Word-ის დოკუმენტში აკრეფილი ტექსტის ფოტო გამოაქვეყნა.

“ნაგულისხმევი შრიფტი ხშირად პირველი შთაბეჭდილებაა. ეს არის ვიზუალური იდენტობა, რომელსაც სხვა ადამიანებს ვაწვდით, რეზიუმეების, დოკუმენტებისა თუ ელექტრონული ფოსტის სახით. და როგორც ადამიანები და მსოფლიო იზრდება და “ბერდება”, ისე უნდა შეიცვალოს ჩვენი გამოხატვის გზებიც” – ამბობს გუნდი განცხადებაში.

Calibri კომპანიის ნაგულისხმევი შრიფტი 2007 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც Times New Roman ჩაანაცვლა. და არა, ეს უკანასკნელი დაბრუნებას არ აპირებს – ის შემოთავაზებულ ვერსიებს შორის არ არის.

ახალი დიზაინები, რომელთა შორისაც ხმის უმრავლესობით გადაწყდება ნაგულისხმევი შრიფტი, შემდეგია: Tenorite, Bierstadt, Skeena, Seaford და Grandview. თითოეული დიზაინერი საუკეთესო არგუმენტს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ესა თუ ის მათგანი.

“ჩვენ რაღაც ძალიან მომრგვალებულის, ფართოსა და მკვეთრის შექმნის ძლიერი სურვილი გვქონდა. რადგანაც მომხმარებლები დიდ აბზაცებს წერენ თუ კითხულობენ, უფრო დიდი ინტერვალი უმჯობესია” – ამბობენ Tenorite-ის შემქმნელები.

Bierstadt “გროტესკული” შრიფტებით არის შთაგონებული, რაც ტიპოგრაფიული თვალსაზრისით ბლოკისებრ ასოებს გულისხმობს – ისინი კალმით ნაწერს არ ჰგავს და არც კონტრასტული, მკვეთრი გარშემოწერილობა აქვს.

“მჯერა, დღევანდელ სამყაროში გროტესკული ტიპის შრიფტს ცოტაოდენი კავშირი სჭირდება ადამიანებთან, რათა უფრო ხელმისაწვდომი და ნაკლებად ინსტიტუციონლური იყოს” – ამბობს დიზაინერი სტივ მატესონი.

როგორც Skeena-ს შემქნელები აღნიშნავენ, მათ მრავალრიცხოვანი  ტიპოგრაფიული ნიმუშებიდან საუკეთესო დეტალების შერჩევა და მათი შერწყმა სურდათ.

ნინა სტოსინგერმა, რომელიც ტობიას ფრერე-ჯონსთან და ფრედ შალკრასთან ერთად მუშაობდა, განაცხადა, რომ მათ Seaford ძველი სავარძლების სურათების შთაგონებით შექმნეს.

რაც შეეხება Grandview-ს, მის შესაქმნელად აარონ ბელმა უწინდელი შრიფტი გამოიყენა. მისი თქმით, ახალ ფონტს უფრო მეტი მკაფიოობა ექნება და გაცილებით ადვილი წასაკითხია.

ამ ეტაპზე ხუთივე შრიფტი ხელმისაწვდომია Office 365 cloud-ზე. სოციალური უკუკავშირი კი კომპანიის Twitter გვერდზეა ხელმისაწვდომი.

“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

თიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის “თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი