დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროდან 88 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთის ზღვაში, Hornsea 2 ოფიციალურად ამოქმედდა და მსოფლიოში უდიდესი ოფშორული, ანუ სანაპიროდან დაშორებული, ქარის ელექტროსადგურის ტიტულიც მოიპოვა. იმდენად დიდია, რომ 1.3 მილიონი სახლისთვის საკმარისი ენერგია შეუძლია გამოიმუშაოს…
ეს კი უდავოდ დაეხმარება ქვეყნის გადასვლას წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე. Hornsea 2-მა „მსოფლიოში ყველაზე დიდის“ წოდება, Hornsea 1-ისგან მიიღო. 165 ტურბინით ზღვის დონიდან 200 მეტრზე მაღლა დგას, მისი ფრთები კი 81 მეტრი სიგრძისაა. ხოლო ტურბინების ერთ მობრუნებას სულ რაღაც 6 წამი სჭირდება — ამ დროში გამომუშავებული ენერგია საკმარისია სახლის დასამუხტად მთელი დღის განმავლობაში. მეტიც, სამომავლოდ უფრო მძლავრი Hornsea 3-ის გამოშვებას გეგმავენ.












