Samsung Georgia საშუალებას გაძლევს, შეამოწმო, არის თუ არა შენი Samsung-ის სმარტფონი ან ტელევიზორი საქართველოსთვის ოფიციალური და გთავაზობს სპეციალურ ფასდაკლებას ახალ პროდუქტებზე.
თუ შენი სმარტფონი ოფიციალურია, მიიღე 50%-იანი ფასდაკლება უსადენო ყურსასმენ – Galaxy Buds2 Pro -ზე, ხოლო თუ ოფიციალური ტელევიზორი გაქვს, ისარგებლე 10% ფასდაკლებით The Serif ან The Frame ინტერიერის ტელევიზორებზე.
სმარტფონის ან ტელევიზორის ოფიციალურობის გადამოწმება სულ რამდენიმე წამში, შენი სმარტფონის ან ტელევიზორის SKU კოდის საშუალებით შეგიძლია Samsung.com/ge-ზე:
შეამოწმე სმარტფონის ოფიციალურობა
შეამოწმე ტელევიზორის ოფიციალურობა
შეიძინე სამსუნგის ოფიციალური პროდუქტი და ისარგებლე უპირატესობებით
Samsung-ის კამპანია მიზნად ისახავს, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამსუნგის ოფიციალური პროდუქტის შეძენა, იმისათვის, რომ ისარგებლონ უპირატესობებით და თავიდან აირიდონ შესაძლო უსიამოვნებები.
Samsung-ის ოფიციალური სმარტფონის ან ტელევიზორის შეძენისას, შენ ყიდულობ ახალ და ორიგინალ პროდუქტს და სარგებლობ ბრენდის მიერ შემოთავაზებული პირობებითა და შეთავაზებებით, როგორიცაა:
- Samsung-ის 2 წლიანი ოფიციალური გარანტია;
- Samsung-ის ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება;
- ოფიციალურ ტელევიზორზე ქართული აპლიკაციების ჩაწერის შესაძლებლობა;
- ადგილობრივ ბაზარზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მუდმივად მოწმდება და შეუფერხებლად მუშაობს;
- სმარტფონების საქართველოში არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან თავსებადობა;
- Trade-In აქციით სარგებლობის შესაძლებლობა – ჩააბარე ძველი სმარტფონი და მიიღე ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე.
ჰოლოგრამა გიცავს
ოფიციალური ჰოლოგრამით, შენ მარტივად შეგიძლია განასხვავო სამსუნგის ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. Samsung-ი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.
სად შეიძენ Samsung-ის ოფიციალურ პროდუქტს საქართველოში?
მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც Samsung-ის ოფიციალური პროდუქტის შეძენას შეძლებ: ალტა, ელიტ-ელექტრონიქსი, კონტაქტი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კარფური.
შეიძინე ოფიციალური პროდუქტი, ისარგებლე უპირატესობებით და გაიმარტივე ყოველდღიურობა Samsung-თან ერთად.
[R]