საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება! სპორტსმენებთან ერთად კი მათი გულშემატკივარი მთელი საქართველო. საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა გაემხნევებინა როგორც ნაკრების წევრები, ასევე, გულშემატკივრებიც და შეეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ითამაშო თუ უგულშემატკივრო ბოლომდე, ოფლის ბოლო წვეთამდე. კამპანიაზე სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა, დეტალებზე კი ზუკა ბერძენიშვილი და მარიამ ცანავა გვესაუბრნენ.
ზუკა ბერძენიშვილი, JWT Metro, უფროსი ქოფირაითერი: „ყველა ეროვნული პროექტი ეროვნულ იდენტობას ეფუძნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებიც ჩვენი ქვეყნის ხასიათის ნიშნებს ატარებს. გამორჩეულად კი, თავისი მიდგომითა და დამოკიდებულებით, ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიულად გამომუშავებულ თვისებას განასახიერებს, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მეტჯერ გავუოცებივართ – უჩვეულო ბრძოლისუნარიანობას.
ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული იდენტობით გაამაყებულები რომ წავსულიყავით, ჩვენმა გუნდმა ამ ასპარეზობის წინ საკუთარი ეს სულისკვეთება მისიად აქცია: შინ თუ გარეთ, დღისით თუ ღამით, მოედანზე თუ მის მიღმა, მე თავს ვუძღვნი საქართველოს, ოფლის ბოლო წვეთამდე!
ამბობს და გვაჩვენებს თითოეული მოთამაშე კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მათ გულისთქმას ქომაგების და მომავალი კალათბურთელების ხმებიც შეუერთდება. ყველაფერი, რასაც ჩვენ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჩავდივართ, ავტომატურად ხდება ისტორიის ნაწილი. და დაე, დიდი ასოებით ჩაიწეროს მის ფურცლებზე, რომ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენ, ვიომეთ ბოლო წვეთამდე! ვუქომაგეთ ბოლო წვეთამდე! გვჯეროდა ბოლო წვეთამდე!“
მარიამ ცანავა- საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: „მოახლოებულ ისტორიულ ჩემპიონატთან ერთად, ჩვენთვის, როგორც საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მხარადამჭერისთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყანაში გულშემატკივრობის წახალისება, ასევე, იმ სულისკვეთების და შრომის ხაზგასმა, რომელსაც კალათბურთელები თითოეულ თამაშში დებენ და რაც მათ გამოარჩევს კიდეც. გვინდოდა მათი ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომა დაგვენახებინა გულშემატკივრებისთვის. ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა სააგენტოსთან ახალი პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა მათ ღირებულებებს და დამოკიდებულებას, იმ ენერგიას, რასაც გამარჯვებაში დებენ. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები კალათბურთელებიც და მათთან ერთად ვეცადეთ ბოლომდე გადმოგვეცა ის ხასიათი და შემართება, რომლითაც ისინი მსოფლიო ჩემპტიონატზე წარსდგენიან.“
კლიენტი: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან გომშიაშვილი
ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ცანავა
ბრენდ მენეჯერები: სოლო წიწუაშვილი, საბა ლეკიაშვილი, ანა თედიაშვილი
სააგენტო: JWT Metro
კრეატიული დირექტორი: ეკა ყიფიანი
უფროსი არტ დირექტორი: ბიკო ვარშანიძე
უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი, დავით კილაძე
დიზაინის უფროსი: სანდრო ლალიაშვილი
დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
პროექტის ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
პროექტის ხელმძღვანელი: აჩი ამაღლობელი
გადამღები კომპანია: Metro Production
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
მეორე ოპერატორი – დავით ოდიშარია
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე
ფროდაქშენ კოორდინატორი – მარიამ გუგუშვილი
1st AD: მარგო ზუბაშვილი
უნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
ტექნიკური დირექტორი: გურამ მოსიკაშვილი
რეკვიზიტორი : ნიკა ლომიძე
რეკვიზიტორის ასისტენტი: ლევან ლომსაძე
MU: ვერიკო ბედელაძე
ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე
სეტ მენეჯერი:კოკა ჩხაიძე
სეტ ჰელფერი: ნიკო ჩხაიძე
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
2nd AC: ხატია ხალვაში
ფოკუსი: ზაზა ცომაია
სტედიკამი: დათო ოდიშარია
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
პოსტ პროდაქშენ პროდიუსერი: ბურო
პოსტ პროდაქშენ კოორდინატორი: ეკა დავითაშვილი
მუსიკა: Heima Production
ხმის დიზაინი: Heima Production
ფერის კორექცია: დავით ბორჩხაძე
სპორტ კონსულტანტი – ივიკო ერგემლიძე