4
Mar
2019

OGarden-ის ჭკვიან ბაღში 90-ზე მეტი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი – UPDATE

4 Mar 2019

veon
veon


პიერ ნიბარტი გვაჩვენებს ჭკვიან ბაღს “OGarden“, მებაღეობის შიდასისტემას, რომელსაც ერთდროულად, 90-ზე მეტი ბოსტნეულისა და ხილის გაზრდა შეუძლია, ავტომატიზებული წყლითა და განათებით.

რასაც ვჭამ, თავადვე ვაკეთებ. „ოგარდენი“ ყველას აძლევს საშუალებას, რომ ხილი და ბოსტნეული, მთელი წლის განმავლობაში, სახლში მოიყვანოს, – პიერ ნიბარტი, OGarden-ის CEO.

როგორ მუშაობს OGarden? – წყლის ჯამს ვავსებთ კვირაში ერთხელ, ვირჩევთ, რისი მოყვანა გვსურს: შეგვიძლია ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული, მწვანილი, პატარა ხილი, როგორიცაა: მარწყვი, პატარა პომიდორი, წიწაკა. მათ მოწყობილობაში ვდებთ და შემდეგ, მოსავალს ვიღებთ… ყოველდღე, ჭამის დროს. „ჩვენ გვჯერა, რომ მებაღეობის მომავალი შიდამებაღეობა და უფრო ინდივიდუალური ბაღებია“ – პიერ ნიბარტი.

განხილვა