in ,

#ოღონდესარა – ინგლისელები James Blunt-ისა და მისი ცნობილი ჰიტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ჯეიმს ბლანტი ყველა ოჯახში?! არა, ბრიტანელები ამაზე არ არიან თანახმა! ბოლო რვა თვის განმავლობაში ლოტოში გამარჯვების შედეგად ქვეყანას 140 მილიონერი შეემატა. ეს სია კვირაში, მინიმუმ, ორი ადამიანით იზრდება. ბრიტანეთის ეროვნულ ლოტოში გამარჯვების შანსები იმდენად დიდია, რომ იღბლიან  მოთამაშეებს შორის მომღერალი James Blunt-იც შეიძლება მოხვდეს. რას იზამდა ჯეიმსი მოგების შემთხვევაში?! 

 

 

James Blunt-ი ბრიტანული ლოტოს იუმორისტული კამპანიის #PleaseNotThem ახალი გმირია. მომღერლის 2005 წლის ცნობილი ჰიტი სახელად “You’re Beautiful” მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილებს კარგა ხანს იკავებდა. ლატარიაში მოგების შემთხვევაში, ბლანტი, თავისი სევდიანი გამომეტყველებითა და ცნობილი ფრაზით “You’re Beautiful”, ბრიტანელების სარკეებში გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ გამხნევება და მოტივირება ბევრ ადამიანს სჭირდება, ინგლისელებს ბლანტის იდეა არ მოეწონათ. ასე რომ, ამიერიდან მათი ერთადერთი მიზანი აქვთ – ჯეიმსმა არ უნდა მოიგოს!

The National lottery UK-სთვის სარეკლამო რგოლი ბრიტანულმა AMV BBDO-მ დაამზადა.

როგორი იქნებოდა “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟებით დაკომპლექტებული სარეკლამო სააგენტო?

“ბიზნესდაჯილდოება 2016” – ყველაზე მასშტაბური კონკურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის