საკომუნიკაციო სააგენტო Ogilvy დევიდ ოგილვიმ 1948 წელს დააფუძნა. 70 წლის შემდეგ, კომპანიას აქვს 132 ოფისი 83 ქვეყანაში. წელს, არსებობის მანძილზე პირველად, სააგენტომ რებრენდინგის განხორციელება დაიწყო. ცვლილებაა არამხოლოდ ლოგოსა ან ვიზუალურ იდენტობაში, არამედ ბრენდის სტრატეგიაში, რეკლამაში, კომერციაში, ასევე, ციფრული, PR და პარტნიორული მიმართულებებით. რებრენდინგს Ogilvy, 18 თვის განმავლობაში, დიზაინ სტუდია COLLINS-თან ერთად ქმნიდა, რომლის დამფუძნებელი, ბრაიან კოლინსი, 10 წლის მანძილზე მუშაობდა Ogilvy-ში.