ერთმანეთს მონატრებულებს, ახლა ისე გვჭირდება პოზიტიური ემოციური გამოცდილების მიღება, როგორც არასდროს.
სააგენტო „ოგილვიმაც“ არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ბრენდის, Cadbury Dairy Milk ტრადიცია გაეგრძელებინა და ჩვენთვის უბრალო ამბები მოეყოლა სიკეთეზე, გულუხვობასა და ადამიანურ კავშირზე.
ვიდეორგოლი პატარა ტყუპებსა და სააღდგომო კვერცხზეა. დას ფეხი აქვს მოტეხილი, ძმა კი, დილით, ძალიან ადრე, მაშინ, როცა ყველას სძინავს, ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხის მოსაპოვებლად ნადირობას იწყებს.
კვერცხი მის ხელშია, მთავარი კი, ნამუშევარში ძალიან გულწრფელი, საყვარელი და მონატრებული ფინალია.
ნახეთ ვიდეორგოლი და თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ:
https://vimeo.com/402401500