20
Dec
2019

“A Year to Share” – Coca-Cola-ს, Google-ისა და Ogilvy-ის ერთობლივი კამპანია

20 Dec 2019



„გჯერათ, რომ შობას  სასწაულები ხდება?!  ან თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება, ყველაფერი უცბად შეიცვალოს?! – რაც მთელი წელი ერთმანეთს გვაშორებს და გვყოფს, შობას პირიქით, ყველას გაგვაერთიანებს. ნახეთ Coca-Cola-ს, Google-ისა და კრეატიული სააგენტო Ogilvy Colombia-ს ერთობლივი ნამუშევარი და გჯეროდეთ, “What We Share is Stronger”

 

ვიდეორგოლი Coca-Cola-ს საშობაო კამპანიის “A Year to Share” ნაწილია. ადამიანებმა უნდა დავივიწყოთ განსხვავებულობა, ყველანი ერთად საშობაო სუფრას მივუსხდეთ და ამ ჯადოსნური მომენტით დავტკბეთ – ეს ბრენდის მთავარი იდეაა.

„ამ ჰარმონიის მისაღწევად Coca-Cola ახალ ციფრულ პლატფორმას უშვებს. კომპანია, პროექტს, Google Trends-ის ტექნოლოგიის მხარდაჭერით ახორციელებს“.

„ჩვენ გავაანალიზეთ, მსოფლიოს მასშტაბით არსებული დისკუსიები და აი, რა აღმოვაჩინეთ: მთელი წლის განმავლობაში არსებული დაძაბულობა და კონფლიქტები, რაც Google Trends-ის საძიებო სისტემაში ჩანს, დეკემბერში იცვლება ერთობით, მშვიდობითა და ჰარმონიით“, – ამბობს Google Latam-ის კრეატიული დირექტორი იგნასიო ცუკარინო.

მისი თქმით, მთელი წელი, მსოფლიოში, ყველაზე ხშირად ისეთ თემებს „სერჩავენ“ როგორიცაა: „გეი ქორწინება“, „ახალგაზრდების პროტესტი კლიმატის ცვლილებებზე“, „ხანძარი ნოტრდამში“ და ა.შ. შემდეგ ამაზე იმართება დისკუსიები და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანებისთვის თემა დიდი ხნის მანძილზე ძალიან აქტუალურია. სურათი რადიკალურად იცვლება შობის პერიოდში, საძიებო სისტემაში, ამ დროს, ეძებენ: „ტრადიციული საშობაო რეცეფტები“, „როგორ შევარჩიოთ საუეთესო საჩუქარი“, „რა მოვამზადოთ 12 ადამიანისთვის“ . . .

სწორედ ამ განსხვავებასა და საშობაო სასწაულებზეა Coca-Cola-ს, Google-ისა Ogilvy Colombia-ს ერთობლივი კამპანია.

„თუ შესაძლებელია საზოგადოება, ერთი თვის მანძილზე [საშობაოდ/დეკემბერი], ასეთი ერთიანი, პოზიტიური და ჰარმონიული იყოს, ადამიანები აუცილებლად მოახერხებენ მთელი წლის მანძილზეც იგივენაირად იცხოვრონ“.

ახალ, უფასო პლატფორმაზე, რომელიც Google Trends-ის სპეციალური ვერსიაა, მომხმარებლებს შეუძლიათ, აღმოაჩინონ, რას „სერჩავენ“, მსოფლოს გარშემო, მთელი წლის მანძილზე და დეკემბრისა და დანარჩენი თვეების მონაცემები ერთმანეთს თავად შეადარონ.

Google-სა და Coca-Cola-ს, ზოგადად, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნები აქვთ. მაგრამ საშობაო კამპანიის გზავნილთან მიმართებაში, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც საერთო გვაქვს. მაგალითად, ადამიანებმა ერთმანეთში ვეძებოთ დადებით, აღმოვაჩინოთ ცხოვრების სასიამოვნო დეტალები“, – ამბობს ამბობს Coca-Cola Latin Center-ის კონტენტის განვითარების უფროსი მენეჯერი ალეხანდრო მერკონ ორდონეზი.

Ogilvy Colombia-ს კრეატიული ვიცე-პრეზიდენტის, ხუან პაბლო ალვარესის თქმით, ეს კამპანია ამტკიცებს, რომ შობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები კი არა, რეალური ციფრებია.

„ ეს არ არის „მშრალი“ სტატისტიკა, პირიქით, ძალიან ჰუმანური მაჩვენებლებია, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა მსოფლიო ასეთი პოლარიზებულია. „კოკა-კოლას“ მსგავსი ბრენდებისგან დრო ყოველთვის ითხოვს, დაიცვან საკუთარი ღირებულებები, გამოავლინონ იმედის ეს სხივი, გააერთიანონ საზოგადოება და მოახდინონ იმის დემონსტრირება, ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია, უკეთესები ვიყოთ“.

 

განხილვა