წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, Ogilvy-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. სააგენტოს გენერალური მენეჯერი, ანა გელაშვილი გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.
2022 წელი დატვირთული იყო საინტერესო პროექტებით, გამოწვევებით, სიახლეებით, მრავალი საინტერესო პარტნიორობით, მათ შორის, აზიის ქვეყნებთან. ასევე, გუნდის ახალი წევრებით, სტაჟირების პროგრამებით… წლის დასაწყისიდან დასასრულამდე ყოველი თვე განსხვავებული და გამორჩეული იყო.
ამ წლიდან ჩვენთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ერთ-ერთ საყვარელ პროექტზე მუშაობა, რომელიც, გვჯერა, ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის, ახალი წლების საყვარელი სიმღერა იქნება. გიზიარებთ წინასაახალწლო განწყობის გაათმაგებისთვის.
წლევანდელი წლის მიზანი საქართველოს მიღმა არსებული ბაზრების ათვისება იყო და სისრულეში მოვიყვანეთ კიდეც. ამ მხრივ ვაგრძელებთ აქიტურ მუშაობას, წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს დასახული და სისრულეში მოსაყვანი.
წელს, უფრო მეტად დავაფასეთ ურთიერთობები ყველა ჩართულ მხარესთან – იქნებიან ეს პარტნიორები, თანამშრომლები თუ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც აუთსორსზე ვთანამშრომლობთ. 2023-ში კი გვინდა, ოგილვი, როგორც გლობალური ბრენდი და სფეროს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, საქართველოს უფრო მეტად გავაცნოთ. ჩვენს ბრენდს ახალი ნარატივი აქვს – „რეალური ხალხი, რეალური გავლენა“. ქართული ოფისიც ამ გზას გაჰყვება.