in

როგორი იყო სააგენტო Ogilvy Georgia-ს 2023 წელი

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Ogilvy Georgia-ს 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2023 წელი საიუბილეო თარიღია ჩვენი კომპანიისთვის – 75 წლის წინ დევიდ ოგილვიმ დააარსა სააგენტო. ამ ხნის განმავლობაში, მთელი გლობალური ქსელი ხასიათდება ამბიციურობით, მუდმივი წინსვლით, მიგნებებით, გამოწვევებისთვის მზაობითა და ამ ყველაფრის შედეგად სიამაყით. დიახ, ეს ნამდვილად გრანდიოზული რიცხვია ჩვენს ინდუსტრიაში, რაც ქართულ ოფისს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს; გვაძლევს სტიმულს, გავაკეთოთ უფრო მეტი – ახალი, გამორჩეული და განსაკუთრებული. მივყვებით დევიდ ოგილვის მემკვიდრეობას, რაც გულისხმობს ეფექტური, შედეგიანი კომუნიკაციების შექმნას. სწორედ ამ გზით ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის სახელს.

სიახლითა და ცვლილებებით სავსე 365 დღე – ასე შევაფასებდით 2023 წელს.  დავიმატეთ  გუნდის ახალი წევრები როგორც on-site,  ისე online, ამიტომაც 2-ჯერ შევიცვალეთ ოფისი; ვიმუშავეთ როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბრენდებთან; მივიღეთ და გავეცით მრავალი საინტერესო ბრიფი. განვლილი წელი ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელია როგორც კომპანიისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის.

ძნელი იქნება, გამოვარჩიოთ რომელიმე პროექტი. წლევანდელ წელს მოვახერხეთ და შევქმენით არაერთი ვიდეორგოლი; გვქონდა აქტიური ურთიერთობა ინფლუენსერებთან; გავმართეთ კომუნიკაციები სტარტაპებისთვის; შევქმენით სიმღერები და ჯინგლები კამპანიებისთვის; მოვიარეთ საქართველოს კუთხეები; დავაგროვეთ უამრავი საინტერესო და ამავდროულად უცნაური რეკვიზიტი გადაღებებიდან; დავეხმარეთ გლობალურ ბრენდებს მათი პროდუქტების საქართველოში დალონჩვაში.

საინტერესო იყო სხვა გამოწვევებიც: შევეჭიდეთ AI-ის და დავმეგობრდით. ჩვენი გუნდისა და კომუნიკაციების დიდი ნაწილი დაიკავა Gen-Z-მ. და რადგან ჩვენს მამოძრავებელ ძალას ცვლილება წარმოადგენს, არაფერს დავუოკებივართ, წავსულიყავით წინ.

2024 წლისთვის დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. ქართული ოფისისთვის, დიდი ხანია, მთავარ სამიზნე ბაზარს  გლობალური კომპანიები და მათი ბრენდები წარმოადგენენ. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, შემოვიკრიბოთ ისეთი ტალანტები, რომლებიც გაგვაოცებენ როგორც ჩვენ, ისე საკუთარ თავს. შემდეგ კი  ერთად შევქმნით კომუნიკაციებს, რომლებიც შედეგს მოიტანს და დიდხანს ემახსოვრებათ ადამიანებს.

უკვე 75 წელზე მეტია, „ოგილვი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიჰყვება დევიდ ოგილვის  მემკვიდრეობას. ჩვენც დიდი შემართებით მის ხედვას მისივე შთაგონებით მივუყვებით.

როგორი იყო სააგენტო ABK-ის 2023 წელი

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Quick-ისთვის