ტაილანდში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანია C.P Group-მა, სააგენტო Ogilvy Thailand-თან თანამშრომლობით, გადაიღო მოკლემეტრაჟანი ფილმი, რომლის თემაც მადლიერებას ეხება. ვიდეორგოლი გვიყვება ისტორიას მასწავლებლის შესახებ, რომელიც ალცჰაიმერის დიაგნოზით დაავადებულ დედას სახლში ვერ ტოვებს და ყოველდღიურად სკოლაში მიჰყავს. იგი სამაგალითოდ ზრუნავს მშობელზე. Ogilvy Thailand 6 წუთიანი ფილმით შეეცადა, წარმოეჩინა ტაილანდის კულტურის მცირე ნაწილი. როგორც C.P Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, კამპანია ეძღვნება იმ მომხმარებლებს, მიმწოდებლებს თუ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კომპანიის წარმატებაში.













