in

ლიონელ მესიმ Olé-ს საფეხბურთო სიმღერა Oh-Lay’s-ით შეცვალა!

ფეხბურთის მოყვარულებისთვის Olé, Olé, Olé-ს ხმამაღლა შესრულება ჩვეულებრივი ამბავია… თქვენც წაიმღერეთ? თქვენ თუ არა Lay’s-ის ახალ კამპანიაში ლიონელ მესი ნამდვილად მღერის, ოღონდ მცირე ცვლილებით: Oh-Lay’s, Oh-Lay’s, Oh-Lay’s.

BOG

სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ იგი აერთიანებს ოჯახებსა და მეგობრებს, რათა თავიანთ საყვარელ გუნდს უგულშემატკივრონ, ეს კი სწორედ ის არის, რისკენაც Lay’s მიისწრაფვის, — აცხადებს მესი. 

და მაინც, რა არის ამ კამპანიის მიზანი? გულშემატკივრების აღფრთოვანება, რადგან საფეხბურთო სეზონი პიკს აღწევს. კამპანიის ფარგლებში კი Lay’s ექსკლუზიურ საკოლექციო ჩიფსის ჩანთებს გამოუშვებს, რათა წელს მესის პირველი Chip Shot-იც იზეიმოს — ბრენდის თქმით, როცა მესი ამ სეზონში თავის პირველ გოლს გაიტანს, ფეხბურთის გულშემატკივრებს ამერიკის მასშტაბით მიეცემათ შანსი, ლიმიტირებული გამოშვების ბურთის ფორმის კარტოფილის ჩიფსის ჩანთები მოიგონ. მათ შორის კი ერთი ყველაზე იღბლიანი იქნება და საჩუქრად, მესის ავტოგრაფის მქონე მაისურს მიიღებს. 

როცა საქმე უნარებისა და გემოების სრულყოფილ ნაზავს ეხება, ცოტას თუ შეუძლია ლეისის ჩიფსების გემოს მსგავსი იყოს ან მესის ოსტატობას მიემსგავსოს მოედანზე. ასე რომ, ვიცოდით, ამ სიდიადის ამოსაცნობად მათი გაერთიანება იყო საჭირო. Oh-Lay’s-ით ჩვენ ვაგრძელებთ ბედნიერი მომენტების გზაზე ყოფნას და შევახსენებთ ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ არ არსებობს ლეისის კარტოფილის ჩიფსებზე უკეთესი ხემსი ფეხბურთის ყურებისას, — აცხადებს თინა მაჰალი, PepsiCo Foods North America-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

წინანდლის მამულმა Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მიიღო

სტრატეგია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა სამსახურში