in

„ჯა“ მეგრულად „ხეს“ ნიშნავს, „ოჯალეში“ კი – „ხეზე ასაშვებ ვაზს“ – ამბავი ქართული ვაზის ჯიშებზე

ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, „ოჯალეში“ ვაზის მაღლარობის გამომხატველი ზოგადი ტერმინია.

თბილღვინომ“ ვაზის ჯიშების შესახებ ვიდეოსერიების – „ვაზი საქართველოდან“ – მომზადება დაიწყო, რომლის მეშვეობითაც ქართული უცნობი თუ ნაცნობი ჯიშებისა და სხვადასხვა კუთხის მევენახეობის შესახებ მოგვითხრობს.

უფრო ზუსტად, საინტერესო ფაქტებს გაიგებთ ქართული ვაზის, მათი სახელების, წარმოშობის, ღვინის სახეობებისა და გავრცელების არეალის შესახებ:

დღეს ოჯალეშს გაცნობთ – საქართველოში ოჯალეშის სახელით, ვაზის რამდენიმე ჯიშია გავრცელებული: ოჯალეში (მეგრული), ლეჩხუმის ოჯალეში და გურიის ოჯალეში. მიუხედავად საერთო სახელისა, ეს ჯიშები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ისიც უნდა აღინიშოს, რომ „ვაზი საქართველოდან“ რამდენიმე ენაზე ითარგმნება, ქართული ღვინის უცხოელი მოყვარულებისთვის ჩვენი ვაზის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნაცნობი რომ გახდეს.

ნახეთ, სააგენტო Hans&Gruber-ის ნამუშევარი:

„ვოლვო“ ელექტრომობილებში, ტყავის ნაცვლად, ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

რა ხდება, როცა სამსახურიდან თქვენ გარდა ყველა მიდის?