in

ოჯახის ახალი წევრი და პოტენციური მეტოქე – B&Q–ს ძალიან თბილი ვიდეორგოლი

BOG
BOG

ოჯახის ახალ, მოულოდნელ წევრთან შეგუება ცოტა არ იყოს რთულია პატარა ბიჭისთვის, რომელსაც ყველაფერში უკვე მეტოქე გამოუჩნდა. ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ავეჯის მწარმოებელმა ბრენდმა B&Q–მ, ეზოს კომფორტული ატრიბუტები გამოუშვა. ბრენდმა პროდუქციისთვის კარგი ვიდეორგოლის შექმნა სარეკლამო სააგენტო Leo Burnett London–ს მიანდო, რომელმაც დავალებას თავი, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გაართვა. რგოლი მთავარ გმირს, ოჯახში ახალი ძმის გამოჩენამ საკმაოდ ბევრი სირთულე შეუქმნა და  ყურადღებაც მოაკლო. თუმცა, ამ ყველაფერს ამოუცნობი ემოცია და ხალისიც ახლავს თან, რომლის მიზეზიც თავიდან მიუღებელი, მაგრამ ბოლოს უკვე საყვარელი ახალი ძმა გახდა.

 

ყოველ დილით ახალ–ახალი ხედი ფანჯრიდან – ტურისტული ვიდეორგოლი კვებეკზე

ნათია სვანიძე – #პირველისამსახური