in

ოჯახური ფოტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა

ოჯახური ფოტო ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი პატარა გოგონასთვის, რომელიც გამუდმებით უყურებს მას და შემდეგ მის გარშემო არსებულ რეალობას ადარებს. დროსთან ერთად, ბევრი რამ იცვლება, თუნდაც, ოჯახში. მშობლები მოუცლელები ხდებიან, დას სხვა ინტერესები უჩნდება, უმცროსი წევრისთვის კი ეს გარემოება არც თუ ისე მისაღებია. სწორედ ამიტომ, შოკოლადის მწარმოებელი ნორვეგიული ბრენდის Freia–ს პატარა გმირი გადაწყვეტს, ის განსაკუთრებული დრო დააბრუნოს უკან, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს ასე ახარებდათ. სახლში დაბრუნებულ მშობლებსა და დას ის საკუთარი ხელით შექმნილ ზღაპრულ გარემოს ახვედრებს და გემრიელი შოკოლადის თანხლებით, კიდევ ერთხელ აღბეჭდავს სურათზე, ნამდვილ ოჯახურ იდილიას.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=0ocNUWhBsOY

Volvo დამღლელი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად

რესტორანი ბავშვებისთვის – მხიარული გარემო და პატარებზე მორგებული მენიუ