in

OK Go-მ ახალი მუსიკალური ვიდეო 64 ტელეფონით შექმნა

აღჭურვილობის თვალსაზრისით მეტად მოკრძალებულია კია, მაგრამ ქორეოგრაფიულად მეტად ამბიციური გახლავთ… ამერიკული ბენდი OK Go-ს მუსიკალური ვიდეოები აუდიტორიას უკვე 20 წელზე მეტია აბედნიერებს და გამონაკლისი არც A Stone Only Rolls Downhill-ის ვიდეოა — 64 ტელეფონის ეკრანით მოზაიკა შექმნეს, რომელიც ჰარმონიულად გადმოგვცემს თითოეულ კადრს.

BOG

თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ვიდეო 8 დღეში გადაიღეს და 1043 კადრს აერთიანებს, კადრების საერთო ხანგრძლივობა 2 საათსა და 23 წუთს უდრიდა, მათ მომზადებაზე კი 577 საათი დაიხარჯა…

ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა იმ მათემატიკური გამოთვლების შემდეგ, რაც ამ ვიდეოსთვის დაგვჭირდა…, — აცხადებს კრის ბუონჯორნო, რეჟისორის დამხმარე, რომელმაც დამიან კულაშთან ერთად იმუშავა. 

და ღირდა თუ არა ამად, მოდით, თავად შეაფასეთ:

ვინ გახდა წლის ფოტოგრაფი? — 1839 Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

ახალი ქართული ფონტი, რომელიც მარიამ ჩხიკვაძემ იტალიაში შექმნა