ტექნიკის სახლი OK –ის წარმომადგენლები მათი გარე რეკლამის განადგურებაში კონკურენტ კომპანიას ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ჯერ მხოლოდ კულუარული ინფორმაცია აქვთ და გადაჭრით გამოძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. თავის მხრივ, მათი კონკურენტი, “ელიტ ელექტრონიქსი”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც რეკლამები იყო განთავსებული, თანამშრომლების მონაწილეობას არ ადასტურებს, თუმცა, არც უარყოფს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.