სასწავლო წლის დაწყებას სათანადოდ აღნიშვნა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი პატარები საკლასო ოთახებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებიან.
17 სექტემბერს ბავშვებისა და მშობლების საყვარელმა ბრენდებმა OKAIDI-მ და JACADI-მ, თავისი ერთგული მეგობრები ერთი იდეის ქვეშ გააერთიანეს, დიდი წვეულება მოაწყვეს და სკოლაში დაბრუნება პატარებთან ერთად აღნიშნეს.
ღონისძიება ვაკის პარკში გაიმართა, სადაც ბავშებმა გული იჯერეს მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებითა და ცეკვა-თამაშით. მაგიური ილუზიონისტების შოუ, საპნის ბუშტების შოუ და თოჯინების თეატრი მათთვის განსაკუთრებულად სახალისო იყო. პატარებმა ყველასთვის საყვარელი სასუსნავები – პოპ-კორნი, ბამბის ნაყინი, სახლის ლიმონათი და ფრანგული ტკბილეულიც დააგემოვნეს. სპეციალურად მოეწყო ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების კუთხე, სადაც პატარებმა საკუთარი ხელებით შექმნეს შესანიშნავი ნამუშევრები.
ფრანგული ტანსაცმელების ბრენდები OKAIDI და JACADI, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ICR ჯგუფი უკვე წლებია (OKAIDI-ს 2007 წლიდან, ხოლო JACADI-ს 2017 წლიდან) წარმოადგენს, ყოველთვის გამოირჩევიან ტრადიციებითა და ღირებულებებით – ხელი შეუწყონ ბავშვებს ინდივიდუალობის გამოხატვაში, ხოლო მშობლებს შესთავაზონ უსაფრთხო და ეკო-მეგობრული არჩევანი. კოლექციების შექმნისას თანაბრად მნშვნელოვანია ხარისხი, კომფორტი და გამორჩეული სტილი. ბრენდების მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და მომავალი თაობისთვის უსაფრთხო მომავლის შექმნაა, რის მხარდასაჭერადაც OKAIDI და JACADI კოლექციებს ორგანული, გადამუშავებული და ეთიკურად მოპოვებული მასალებისგან ქმნიან.
„ICR ჯგუფი მუდმივად ცდილობს ბრენდის ღირებულებები მომხმარებლამდე სწორად მიიტანოს. ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო, ბავშვებისთვის ხელი შეგვეწყო სკოლაში დაბრუნების მნიშვნელოვანი დღეები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გამხდარიყო და ერთგული მომხმარებლების მიმართ მადლიერება გამოგვეხატა”, – აცხადებს ICR.
[R]