in

მარსის როვერმა პლანეტაზე უძველესი ოკეანის სანაპიროს მიაგნო

ჩინური როვერის აღმოჩენა მხარს უჭერს თეორიას, რომ მარსი ოდესღაც დიდი ოკეანით იყო დაფარული. უძველეს სანაპირო ზოლს მიაგნო, რომელთანაც ადრე წყალი უნდა ყოფილიყო. უნდა ითქვას, რომ ეს თეორია მეცნიერებში საკმაოდ დიდი ხანია, რაც დებატების საგანია. თუმცა ზუსტად ამიტომ, არაერთი კვლევის ობიექტიც გამხდარა…

M2
M2

ერთ-ერთი ასეთია კვლევა, რომლის დროსაც ჩინეთის Zhurong-ის როვერი მარსის ჩრდილოეთ ჰემისფეროს Utopia-ს რეგიონში გაუშვეს. შედეგად კი, მან უძველეს წყლის ნიშნებს მიაგნო. კვლევის წამყვანი ავტორი ბო ვუ აცხადებდა, რომ ამაზე ზედაპირის მრავალი მახასიათებელიც მოწმობდა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ მიგნებასაც ეჭვის თვალით უყურებს…

კიდევ ერთი ბოლოდროინდელი კვლევა გვთავაზობს, რომ კრატერის მსგავსი კონუსები ტალახის ვულკანებმა ჩამოაყალიბა იმ სივრცეებში, სადაც ადრე წყალი და ყინული გვხვდებოდა. არსებული მონაცემების მიხედვით, სანაპირო ზოლიც ამ სივრცესთან ახლოს უნდა ყოფილიყო. მკვლევრების გამოთვლებით კი, ოკეანე დატბორვის შედეგად, 3.7 მილიარდი წლის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო. შემდგომ ოკეანე გაიყინებოდა და გამოკვეთდა სანაპირო ზოლს, თუმცა იგი 3.4 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ გაქრებოდა.

მიუხედავად ამისა, მეცნიერთა გუნდი არ ამტკიცებს, რომ ეს მიგნებები საკმარისია მარსზე არსებული ოკეანის მხარდასაჭერად, რადგან ამის თქმას მისია დასჭირდება, რომლითაც დედამიწაზე მარსის ქვებს ჩამოიტანენ… 

მეცნიერები ეჭვობენო, ზემოთ რომ გითხარით, მათ შორისაა ბენჟამინ კარდენასი, რომელიც მარსის ოკეანის სხვა მტკიცებულებებს განიხილავს. იგი ფიქრობს, რომ მკვლევრებმა ამ პროცესში არ გაითვალისწინეს, რა ძლიერად ქრის მარსზე ქარი… — ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარსი არ არის ძალიან აქტიური, მთვარის მსგავსად, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება.

როგორც ამბობს, ამდენი ხნის მანძილზე მარსის ნელ ეროზიებსაც კი შეეძლო სანაპირო ზოლის ნიშნები გაენადგურებინა და ამ პროცესზე მეტეორებიც მნიშვნელოვნად იმოქმედებდა…

მართალია, ჯერ დანამდვილებით არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, სიმართლის პოვნა დიდ საიდუმლოს გაამჟღავნებს და გვეტყვის, არის თუ არა დედამიწა ერთადერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელიც სიცოცხლეს მასპინძლობს. 

GEOX – როდესაც სტილი, ინოვაცია და კომფორტი განუყოფელია

ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, თიბისიში ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება