ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ (CNSA) Tianwen 1-ის მარსის ორბიტერისგან და Zhurong-ის მარსის როვერისგან მიღებული ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ისინი თითქმის 800 დღეა მუშაობენ. ახლა კი ამბობენ, რომ მათ უკვე გამოაგზავნეს 1480 გიგაბაიტი ნედლეული მონაცემები, თანაც, ზოგიერთი მათგანი ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ Utopia Planitia-ში უძველესი ოკეანე ოდესღაც არსებობდა, ანუ უზარმაზარ მარსის დაბლობზე, რომელსაც ახლა Zhurong იკვლევს.
მეცნიერებმა ჰიდრატირებული მინერალები duricrust-ში აღმოაჩინეს, ეს ნიადაგის თავზე ან მის მახლობლად არსებული მძიმე მინერალური ფენაა, რომელიც ძირითადად მიწისქვეშა წყლების აორთქლების გამო წარმოიქმნება. თუ მათ დავუჯერებთ, კონკრეტული აღმოჩენა იმას ამტკიცებს, რომ ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში რეგიონში „არსებითი თხევადი წყლის აქტივობა“ იყო. მათივე თქმით, „მარსის ნიადაგს აქვს მაღალი წინააღმდეგობის ძალა და დაბალი ხახუნის პარამეტრები“, რაც ქარისა და წყლის ეროზიებზე მიუთითებს.
დიახ, ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მარსზე ადრე წყალი არსებობდა, ახალი არ არის. ბოლოდროინდელი კლიმატის სიმულაციებიც კი მიუთითებს ასეთი ოკეანის არსებობაზე. ამასთან, მეცნიერებმა Zhurong-ამდე რამდენიმე წლით ადრე Utopia Planitia-ს ქვეშ მიწისქვეშა მასიური ყინულის საბადო აღმოაჩინეს. სამომავლოდ კი Tianwen 1 და Zhurong კვლავ ამ კუთხით გააგრძელებს კვლევას.