in

ოკეანე მეხსიერებას კარგავს — კვლევა

კლიმატის ცვლილებებთან ერთად, მსოფლიოში არსებული წყლებიც იცვლება… აქ არა მარტო ოკეანის ტემპერატურა, არამედ სტრუქტურა, დინებები და ფერიც კი იგულისხმება. შედეგად, გარემოც ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება, რაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, ოკეანის მეხსიერების დაკარგვის ფენომენს ჰგავს. 

M2
M2

ოკეანის მეხსიერება თუ არსებული მდგომარეობების მდგრადობა, კლიმატის სისტემების პროგნოზირების მნიშვნელოვანი წყაროა. ახლა კი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მეხსიერება, რომელიც ზღვის წყლის ზედაპირის ტემპერატურის მდგრადობით იზომებოდა, მომდევნო ათწლეულში მნიშვნელოვნად შემცირდება, — განმარტავენ მკვლევრები ახალ ნაშრომში, რომელსაც კლიმატის მკვლევარი ჰუი ში ხელმძღვანელობდა. 

კვლევისას ჯგუფმა ოკეანის ზედა ფენაში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა (SSTs)  შეისწავლა, რასაც ზედა ოკეანის შერეულ ფენას (MLD) უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ MLD ოკეანის ზედაპირიდან მხოლოდ 50 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, იგი თერმული ინერციის მიმართ საკმაოდ გამძლეა. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამას ატმოსფეროში არსებულ ცვლილებებს შევადარებთ. ხოლო სამომავლოდ ვარაუდობენ, რომ თერმული ინერციის მეხსიერების ეფექტი გლობალურად შემცირდება და ეს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასაც გამოიწვევს. 

თუმცა რა გავლენა ექნება ამას ზღვის ბინადრებზე, უცნობია… აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენად შეძლებენ კონკრეტული სახეობები ახალ გარემო პირობებთან შეგუებას.

ამასთან ერთად, წინასწარი პროგნოზების გაკეთება უფრო მეტად გართულდება. იქნება ეს მოსალოდნელი ქარებისა თუ ექსტრემალური ამინდების პროგნოზირება. ჩვენთვის კი მსგავს ინფორმაციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ოკეანე მეხსიერებას დაკარგავს, ეს ვერ მოხდება და სხვა გზების ძიება გახდება საჭირო.

დათბობის საშიშროების ქვეშ მყოფი MLD უკიდურესი ტემპერატურის ცვლილებებსაც გამოიწვევს… ეს კი ეკოსისტემის მენეჯმენტსა და ზღვიდან მომდინარე საფრთხეების დადგენას კიდევ უფრო გაართულებს, — აცხადებენ მკვლევრები. 

გოგიტა ჩიკვაიძე – #პირველისამსახური

ბაზარს ორბელიანზე დღეიდან ახალი გენერალური მენეჯერი, ვერი ტაბიძე უხელმძღვანელებს