in

ოკეანე იმაზე მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

ერთ მშვენიერ დღეს მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დაედასტურებინათ, რომ ოკეანის ზედაპირული ტემპერატურა ნამდვილად ხელს უწყობდა ნახშირორჟანგის შთანთქმის პროცესს. შედეგი კი დადასტურებაზე ბევრად მეტი გახლავთ — ატლანტის ოკეანეში ჩატარებული კვლევით აღმოაჩინეს, რომ ეს ოკეანე ყოველწლიურად იმაზე 7%-ით მეტ CO₂-ს შთანთქავს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. აღნიშნული ციფრი, ერთი შეხედვით, საკმაოდ ცოტად შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე განვაზოგადებთ, იგი ამაზონის ტროპიკული ტყის ზრდის შედეგად მიღებული ნახშირბადის ეკვივალენტურიც კი შეიძლება იყოს…

M2
M2

გლობალურად ოკეანეები კაცობრიობის ნახშირბადის ემისიების მეოთხედს იწოვს, რითაც კლიმატის ცვლილების პროცესს ანელებს, თუმცა, ამის პარალელურად, თავად ოკეანეს აზიანებს… ახალი კვლევა კი სწორედ ამ პროცესებს შორის არსებულ ურთიერთობებს ჰფენს ნათელს. 

ჩვენი მიგნებები ადასტურებს ოკეანის ზედაპირზე CO₂-ის შესახებ არსებულ თეორიულ ცოდნას… ეს ნაშრომი ხაზს უსვამს ოკეანეების მნიშვნელობას, მაგრამ ასევე უნდა დაგვეხმაროს ნახშირბადის გლობალური შეფასებების გაუმჯობესებაში, რომლებიც ემისიების შემცირებისთვის გამოიყენება, — აცხადებს დანიელ ფორდი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

მიღებული შედეგები უკვე წლის Global Carbon Budget-ის შეფასებებშიც შეიტანეს. ისინი ESA-ს ორი პროექტიდან მიიღეს, რა დროსაც ნახშირორჟანგში მცირე ცვლილებებიც კი გაზომეს და ამ დროს ტემპერატურაც გაითვალისწინეს. ეს ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება გეგონოთ, მაგრამ გეტყვით, რომ აქამდე ოკეანის ზედაპირულ შრეში ტემპერატურის მნიშვნელობას აიგნორებდნენ…

ეს ნაშრომი მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციაა. European Space Agency-ის მხარდაჭერა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რათა მაღალი ხარისხის შედეგები მიგვეღო. აღმოჩენა ხაზს უსვამს ოკეანის წყლის სტრუქტურის სირთულეზე და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მიღებაზე. არსებული მექანიზმების გააზრება უმნიშვნელოვანესია კლიმატის მოდელებისა და პროგნოზების გასაუმჯობესებლად. ეს ყურადღებას ამახვილებს ოკეანის როლზე პლანეტის ნახშირბადის ციკლსა და კლიმატის რეგულირებაში, — განმარტავენ მეცნიერები. 

ცხელი ყავის წასაღებად გადამუშავებადი სათავსოს დიზაინი შეიქმნა

მალე LinkedIn-ის ახალი AI ასისტენტი დამსაქმებლებს კანდიდატების პოვნაში დაეხმარება