in

ოკეანის მაღალი ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

ოკეანეებმა ამ ეტაპისთვის 14 ზეტაჯოულით მეტი სითბო შთანთქა, ვიდრე 2020-ში

სამწუხაროდ, ოკეანეების ტემპერატურა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. რეკორდული მაჩვენებლები უკვე მეექვსე წელია, ფიქსირდება… უახლესი ანგარიში კი, რომელიც 23 მკვლევარმა მოამზადა, მიმდინარე წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა. ეს უკანასკნელი ორ საერთაშორისო მონაცემთა ნაკრებს აჯამებს: ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ატმოსფერული ფიზიკის ინსტიტუტიდან (IAP) და ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის ეროვნული ცენტრებიდან (NOAA).

“ოკეანის ტემპერატურა მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება, რაც ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების მთავარი მაჩვენებელია”, — ამბობს კოლორადოს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერი კევინ ტრენბერტი.

გარდა იმისა, რომ 2020 წელთან შედარებით, ოკეანეებმა ამ ეტაპისთვის 14 ზეტაჯოულით მეტი სითბო შთანთქა, ისინი ადამიანის ნახშირორჟანგის ემისიების 20-30%-ს შეიცავს. ეს კი ოკეანის მჟავიანობას იწვევს… სითბოსა და ნახშირბადის მონიტორინგი კი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისთვის.

ამასთან, მკვლევრებმა სხვადასხვა ბუნებრივი ვარიაციის როლი შეაფასეს, როგორიცაა დათბობისა და გაციების ფაზები. მათ დიდი გავლენა აქვს რეგიონული ტემპერატურის ცვლილებებზე. “ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ოკეანის დათბობა ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებების შედეგია. როდესაც ოკეანეები თბება, წყალი ფართოვდება და ზღვის დონე მატულობს. უფრო თბილი ოკეანეების ძლიერ შტორმსა და ქარიშხალსაც წარმოქმნის. ასევე, ზრდის წვიმისა და წყალდიდოდბის რისკს”, — განმარტავენ მეცნიერები.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ ოკეანეების სითბოს უმეტეს ნაწილს ადამიანების მიერ წარმოქმნილი გამონაბოლქვი განსაზღვრავს. შესაბამისად, ვიდრე ემისიას ნულამდე არ დავიყვანთ, ეს პრობლემა მუდმივად გაგრძელდება და ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები სულ უფრო მზარდ ხასიათს შეინარჩუნებს.

AI-ის 5 ტენდენცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროს შეცვლის

როგორ იქცა მიკი მაუსი ცნობილ პერსონაჟად?