თუ ფიქრობთ, რომ ადგილობრივ კაფეებში ავოკადოს ტოსტი საკმაოდ ძვირადღირებულია, ეს სიახლე წარმოდგენას შეგიცვლით… რას იტყვით 2.9 მილიონ დოლარად შეფასებულ ოქროს ავოკადოს ტოსტზე?!
სუფთა ოქროსგან დამზადებული ნამუშევარი გერმანელ ხელოვან ტიმ ბენგელს ეკუთვნის. იგი ინსპირაციის ობიექტს სრულების განსხვავებულად წარმოგვიდგენს. კერძოდ, იგი მეფე მიდასის შეხებას და მაურიციო კატალანის ნამუშევარს მოგვაგონებს, სახელწოდებით “Who wants to live forever?”… სწორედ ამ უკანასკნელს ეხმიანება “მარადიული” ავოკადოს ტოსტის შექმნა.
როგორც ხელოვანის გალერისტი, კრისტიან როტერი აღნიშნავს, მისი აზრით, ეს ქმნილება შეიძლება, ჩვენი დროის სიმბოლოდ იქცეს. ამ ნაწარმოების შესაქმნელად, 29 წლის არტისტმა თავისი სადილის 27 ნაჭერი დაათვალიერა – ავოკადოს ხუთი ნაჭერი, პომიდვრის ნაჭერი და ხახვის რგოლები, ინდაუს 10 ფოთოლი და გოგრის მრგვალი ორცხობილა. შემდეგ თითოეული ნაჭერი 18K ოქროში ამოავლო და ერთიანი სახე მისცა. საერთო ჯამში ნამუშევარი 11.79 კილოგრამს იწონის, რაც უხეშად რომ ვთქვათ, ზრდასრულ კორგს უდრის.
ამ ნივთის გამოსაფენად, Galerie Rother-მა სპეციალიზებული ქეისიც კი შეიმუშავა, რომელიც “სულ რაღაც” 47 000 აშშ დოლარი დაჯდა. “იმედია, სკულპტურა დიდ ტალღებს გამოიწვევს, როგორიც დაქუცმაცებული ბენქსი და დამიენ ჰირსტის ბრილიანტით დაფარული თავის ქალა” – აღნიშნავს ტიმ ბენგელი.
ახალგაზრდა ხელოვანმა პოპულარობა პირველად 2017 წელს მოიპოვა, როდესაც მისი დახვეწილი ნახატები ოქროს ფოთლებითა და ფერადი ქვიშით შეამკო. ხოლო 2019 წელს ბერლინის ხელოვნების კვირეულისთვის მანანას ბუჩქებისა და მარმარილოს საფლავის ქვებისგან საშიში თავისქალა შექმნა.