in

$11.7-მილიონიანი ოქროს კუბი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში განათავსეს

სკულპტურა ნიკოლას კასტელოს ეკუთვნის

186 კილოგრამი სუფთა 24-კარატიანი ოქროსგან შექმნილი კუბი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკშია განთავსებული. ნამუშევარი გერმანელ ხელოვან ნიკოლას კასტელოს ეკუთვნის და როგორც თავად აღნიშნავს, ეს კონცეპტუალური სკულპტურა ჩვენი დროის “მსოფლიოს საფუძველია”. მართალია, ნამუშევარი არ იყიდება, მაგრამ ოქროს ამჟამინდელ ფასზე დაყრდობით, მისი ფასი $11.7 მილიონს შეადგენს…

BOG
BOG

“ყველა მისი ასპექტით, ეს არის კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუში. მთავარი იდეა რაღაც ისეთის შექმნა იყო, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა — არამატერიალურია”, — ამბობს კასტელო.

ალბათ, უკვე აღარც გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ როგორც ბევრი სხვა ნამუშევრის შემთხვევაში, ამჯერადაც მიმართავს არტისტი კრიპტოვალუტას… უფრო კონკრეტულად, იქმნება კასტელოს ციფრული მონეტა $CAST — ის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ შესყიდვებისთვის და თითოეულის ფასი 0.44 აშშ დოლარიდან დაიწყება. ხოლო NFT აუქციონი 21 თებერვალსაა დაგეგმილი.

“შესაძლოა, კუბი ჩაითვალოს, როგორც ერთგვარი კომუნიკე 21-ე საუკუნის ახალშობილ კულტურულ ეკოსისტემას შორის, რომელიც კრიპტოგრაფიასა და ძველ სამყაროს შორის არსებობს”, — აღნიშნავს გალერისტი ლიზა კანდლჰოფერი.

კასტელოს გუნდის ცნობით, ოქროს კუბი შვეიცარიაში ჩამოასხეს. გარკვეულწილად, სკულპტურა დემიენ ჰირსტის ალმასით მოჭედილ თავის ქალასაც მოგვაგონებს (Memento Mori), რომელიც ხელოვნების ფულსა და კაპიტალთან კავშირზე მიანიშნებს.

საინტერესოა, სად გადაინაცვლებს კასტელოს კუბი ცენტრალური პარკის შემდეგ…

Novelty – როგორ ვითარდება სტენფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ქართული პლატფორმა?

Facebook-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი პირველად მცირდება!