ლუდის ბარები და ლუდის მწარმოებლები გარე რეკლამისთვის ლუდის კათხებს სხვადასხვა ფორმით იყენებენ. განსაკუთრებით დიდი აქტივობა “ოქტობერფესტზე” იწყება და მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი ფესტივალის ბავარიაში ჩაეყარა, მას მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.
კანადაში, გერმანულმა ლუდის ბარმა და სარეკლამო სააგენტო WAX-მა რეკლამისთვის ხეები გამოიყენეს და ლუდის ჭიქის ფორმის პოსტერი ხეების გარშემო შემოახვიეს.
რეალისტური ფორმა ლუდის კათხებს გამვლელებმა შესძინეს. ისინი რეკლამის გვერდით დგებოდნენ და ფოტოებს იღებდნენ, თითქოს დიდი ლუდის კათხა ეკავათ ხელში.