„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი” ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს ახალი, რიგით მეექვსე, ლისის ფილიალით შეხვდა, რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული დიზაინით, გამწვანებული ადგილმდებარეობითა და მრავალფეროვანი სერვისებით.
სივრცე საუკეთესოა არა მარტო სხეულის სასურველი ფორმების მისაღებად, არამედ სრული რელაქსაციისა და განტვირთვისთვის:
დავიწყებთ ლისის ფილიალის 22-მეტრიანი შიდა აუზით, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ჯაკუზი, მასაჟის ოთახი, ჰამამი, ფინური და ინფრაწითელი საუნები.
ფილიალში, აგრეთვე, მოწყობილია კომფორტული სივრცე მზის აბაზანებისთვის, საკუთარი გარე ბარით, სადაც მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია სპეციალური კოქტეილებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება.
მნიშვნელოვანი დეტალია სავარჯიშო სივრცე – პანორამული ხედითა და ტექნოჯიმის უახლესი ტრენაჟორებით.
ამასთან, კლუბის ყოველი წევრი უპირატესობებით სარგებლობს: ოკტოპუსის მობილური აპლიკაცია, პერსონალური სავარჯიშო სესიები, სასაჩუქრე ვაუჩერები ახალი წევრებისთვის და კომფორტული საშხაპეები, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო აქსესუარით.
მთელი დღის განმავლობაში LISI POOL-ის სტუმრებს ოკტოპუსის კაფე-ბარი მოემსახურება, რომელიც თავის მომხმარებლებს ჯანსაღი მზა კერძებისგან და გამაგრილებელი შეიკებისგან შემდგარ განსაკუთრებულ მენიუს შესთავაზებს.
[პარტნიორის კონტენტი]