in

2024 წელს „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი” 2 ახალი ფილიალით ხვდება

2024 წელს „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი” 2 ახალი ფილიალით ხვდება. 2023 წლის ნოემბერში  გმირთა მოედნიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით კლუბს მზიურის, ხოლო დეკემბერში უკვე ბათუმის ფილიალიც დაემატა.

ოკტოპუსში მომხმარებლებისთვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა  პრიორიტეტულია, ამიტომ ორივე ფილიალი აღჭურვილია უახლესი თაობის TECHNOGYM ტრენაჟორებით,  ყოველი წევრი სარგებლობს აქ არსებული უპირატესობებით: ულიმიტო და მრავალფეროვანი ჯგუფური ვარჯიშები, ოკტოპუსის მობილური აპლიკაცია, პერსონალური სავარჯიშო სესიები, სასაჩუქრე ვაუჩერები ახალი წევრებისთვის და კომფორტული საშხაპეები, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო აქსესუარით.

ოკტოპუსის მეოთხე ფილიალი გაიხსნა მზიურის ბიზნესცენტრში და გამოირჩევა თავისი დახვეწილი ინტერიერით, ჯგუფური ვარჯიშების სივრცითა და პილატეს რეფორმერის ოთახით. კლუბში ასევე დაგხვდებათ მშრალი საუნა და ოკტოპუს კაფე. კლუბის წევრებს კი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ კლუბის გარე ტერიტორიაზე უფასო პარკირების სისტემით. მზიურის ფილიალი ფუნქციონირებს 24/7ზე.

კომპანიის მეხუთე, ბათუმის ფილიალი ხიმშიაშვილის 29-ში მდებარე „გრანდ მოლის“ შენობაში გაიხსნა. ფილიალში, სატრენაჟორო სივრცის გარდა, არის აერობიკისა და ფუნქციონალური ზონები, მასაჟისა და ჯაკუზის სივრცეები. ოკტოპუსისთვის ეს არის პირველი რეგიონული ფილიალი და უკვე მასპინძლობს მის პირველ წევრებს.

გარდა ამისა, ოკტოპუსი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ულიმიტო და მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს, კლუბის ყველა წევრს აქვს წვდომა ოკტოპუსის მრავალფუნქციურ მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც ამარტივებს მოცემული სერვისებით სარგებლობას, ჯგუფურ ვარჯიშებზე რეგისტრაციასა და ჯავშნების გადამოწმებას.

ადგილზე კი დაგხვდებათ პროფესიონალ ინსტრუქტორთა გუნდი, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.

[R]

ილონ მასკმა X-ზე წვდომა იმ ჟურნალისტებს შეუზღუდა, რომლებიც აკრიტიკებდნენ

რეგიონული ბიზნესის დიდი შესაძლებლობები – FIREFLIES წელს აჯამებს და 2024 წელს ბიზნესის სტრატეგიულ მხარდაჭერას გვპირდება